მარიამ ჯაში: ჩემი კრიტიკული შეფასება ეხება ავტორიზაციის საბჭოს მუშაობის პერიოდს
პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარე შავი ზღვის უნივერსიტეტის სტუდენტების აქციას ეხმიანება. მარიამ ჯაში აცხადებს, რომ მისი კრიტიკული შეფასება ეხება ავტორიზაციის საბჭოს მუშაობის პერიოდს, რადგან მკაცრი გადაწყვეტილებები სასწავლო წლის დასაწყისში არ უნდა მიეღოთ.
“ჩემთვის, აბსოლუტურად, გასაგებია ის იმედგაცრუება, რომელიც აქვთ სტუდენტებს სასწავლო წლის დაწყებამდე ძალიან მცირე პერიოდში ასეთი არასასიამოვნო სიახლის შეტყობინებასთან დაკავშირებით. ჩემთვის რამდენადაც ცნობილია, ფინანსური დავალიანების დაფარვის შემდეგ სააპელაციო პროცედურების გავლის შემდგომ მოხდება საგანგებო მობილობის გამოცხადება და სტუდენტებს ცოტა მოგვიანებით მიეცემათ საშუალება, რომ მათ მიერ არჩეულ უნივერსიტეტს დაუბრუნდნენ.
“მე ვფიქრობ, რომ აქ მთავარი პრობლემა და ჩემი კრიტიკული შეფასება ეხება ავტორიზაციის საბჭოს მუშაობის პერიოდს. ჩვენ მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, ასეთი მკაცრი გადაწყვეტილებები იყოს დაშორებული სასწავლო წლის დასაწყისს, რომ სტუდენტებს შეუფერხებლად მიეცეთ სწავლაში ჩართვის საშუალება”,- განაცხადა მარიამ ჯაშმა.
მოამზადა გიორგი ხუხიამ
-
2026 წლიდან სკოლის ადმინისტრაციულ პერსონალს, ექიმებსა და მანდატურებს ხელფასი 20%-ით გაეზრდებათ – ფინანსთა მინისტრი
by ARIS.GE-განათლება
-
სია გაიზარდა – განათლების სფეროს ამ წარმომადგენლებს შეუძლიათ შეითავსონ ანაზღაურებადი სამუშაო საჯარო სამსახურში
by ARIS.GE-განათლება
-
შეძლებს თუ არა სტუდენტი მობილობას სახელმწიფოდან კერძო უნივერსიტეტში და პირიქით? – მინისტრის მოადგილის პასუხი
by ARIS.GE-განათლება