მასწავლებელთა გამოცდებისთვის ზედმეტად, შეცდომით და აპელაციისთვის გადახდილი თანხის უკან დაბრუნების პროცედურები
გთავაზობთ ინფორმაციას 2018 წლის საგნის გამოცდაზე ტესტის შეფასების თაობაზე საპრეტენზიო განაცხადის განხილვის საფასურის ზედმეტად/შეცდომით გადახდილი დაშეფასების შეცვლის (მომატება/დაკლება) შემთხვევაში გადახდილისაფასურის დაბრუნების თაობაზე.
განაცხადები მიიღება 2018 წლის 18 სექტემბრიდან 19 ოქტომბრის ჩათვლით ქ.თბილისში – მინდელის ქ. N9, 10:00 სთ-დან – 18:00 სთ-მდე, რეგიონებში – საგანმანათლებლო რესურსცენტრებში.
განმცხადებელმა თან უნდა იქონიოს:
- პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და მისი ასლი;
- ბანკის მიერ გაცემული საბანკო რეკვიზიტები, სადაც მითითებული იქნება ბანკის კოდი, ანგარიშის ნომერი და ანგარიშის დასახელება;
- იმ შემთხვევაში, თუ განმცხადებელი სხვა პირია – კანონიერი წარმომადგენლის დამადასტურებელი დოკუმენტი.
იხ. განაცხადის ფორმა
გაითვალისწინეთ! იმ შემთხვევაში, თუ საპრეტენზიო განაცხადის განხილვის საფასური გადახდილია:
- საბანკო დაწესებულებაში, საფასური დაბრუნდება გადამხდელის ან აპლიკანტის ანგარიშზე;
- გადახდის შესაძლო სხვა საშუალებების გამოყენებით (თვითმომსახურების ტერმინალი, ვებგვერდის გამოყენებით,) საფასური დაბრუნდება მხოლოდ აპლიკანტის ანგარიშზე.
-
მასწავლებლის მაძიებლობის პროგრამაში ჩართვამდე გამოცდის ჩაბარება მოგიწევთ – სპეცპედაგოგის შემცვლელი კი ასე გახდებით
by სიახლეები პედაგოგთა გამოცდებზე
-
რას შეცვლის მთავრობა ქვეყანაში მიგრაციის მოსაწესრიგებლად უცხოელი სტუდენტების ნაწილში – გეგმა
by ARIS.GE-განათლება
-
სკოლაში ტექნოლოგიების სწავლების უფლება უმაღლესი განათლების არმქონე პირებსაც ექნებათ – ცვლილება კანონში
by ARIS.GE-განათლება