მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი რეგიონებში მასწავლებლის სახლების ამოქმედებას გეგმავს
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი რეგიონებში მასწავლებლის სახლების ამოქმედებას გეგმავს.
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა, გიორგი მაჩაბელმა ქალაქ ზუგდიდში ის ტერიტორია მოინახულა, სადაც სამომავლოდ სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის მასშტაბით მასწავლებლის სახლი აშენდება.
მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ცნობით, მასწავლებლის სახლი აღნიშნული რეგიონის მასწავლებელთა პროფესიული განვითარების მიმართულებით იფუნქციონირებს და ორგანიზებას გაუწევს გრძელვადიან და მოკლევადიან ტრენინგებს, სემინარებს, კონფერენციებსა და სხვა ღონისძიებებს.
გიორგი მაჩაბელმა ტერიტორია ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარესთან, მერაბ ქვარაიასთან ერთად დაათვალიერა. საკრებულოს ხელმძღვანელმა პროექტისადმი სრული მხარდაჭერა გამოხატა.
ცენტრის ინფორმაციით, მასწავლებლის სახლების ამოქმედება ზუგდიდის გარდა, ოზურგეთში, ახალციხესა და თელავშიც იგეგმება. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში უკვე დამტკიცებულია კონცეპტუალური მოდელი, რომლის მიხედვით რეგიონებში მასწავლებელთა სახლები შეიქმნება.
ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა, რათა მასწავლებლებს საკუთარ რეგიონში შეექმნათ პროფესიული განვითარების ყველა წინაპირობა.
-
თუ მასწავლებელს პრაქტიკული საქმიანობა დადებითად არ შეუფასდება – გამოქვეყნდა საპრეტენზიო განაცხადის ფორმა და წარდგენის ვადა
by მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
-
რომელ საგნებში გამოვლინდებიან 2022 წლის საუკეთესო მასწავლებლები – კონკურსში მონაწილეობის პირობები
by ამბები ზოგადი განათლებიდან
-
ადრეული განათლების მიმართულების ტრენერობის მსურველთათვის კონკურსი გამოცხადდა – დეტალები
by მასმედია