GE

მასწავლებელთა სახლში პროგრამა eTwinning Plus-ის ფარგლებში პედაგოგებისთვის სამუშაო შეხვედრა გაიმართა

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის პროგრამის, eTwinnging Plus-ის ფარგლებში მასწავლებლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა. ცენტრის ინფორმაციით, შეხვედრის მიზანი იყო eTwinning-ის პორტალზე ეფექტიანი მუშაობისათვის საჭირო ინსტრუმენტების გაცნობა, საინტერესო პროექტების მოძიების, ასევე საკუთარი პროექტების ინიცირებისა და მართვის მიმართულებით ინფორმაციის გაცვლა და გამოცდილების გაზიარება.

შეხვედრის დასრულების შემდეგ მასწავლებლებს საჩუქრად გადაეცათ პროგრამის ფარგლებში დაბეჭდილი წიგნები: „ სწავლა ითვინინგის პროგრამით”, ,,ჩემი ითვინინგის კულინარიული რეცეპტების წიგნი” და “საზოგადოების შექმნა ევროპული სკოლებისათვის”. როგორც მასწავლებელთა სახლში განმრტავენ, აღნიშნული ლიტერატურა ქართველ მასწავლებლებს ევროპელი კოლეგების გამოცდილების გაზიარებასა და პროექტების ახალი იდეების ჩამოყალიბებაში დაეხმარებათ.

პროექტის მიზანია დააკავშიროს სხვადასხვა ქვეყნის მასწავლებლები და ამ გზით ხელი შეუწყოს სწავლების საუკეთესო პრაქტიკისა და გამოცდილების გაზიარებას.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური