მასწავლებელთა შემოდგომის გამოცდაზე გამოყენებული ტესტები – ფიზიკა, მათემატიკა, ხელოვნება, ქიმია, სპორტი და ისტ
2019 წლის შემოდგომაზე ორგანიზებული მასწავლებელთა საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დადასტურების გამოცდაზე გამოყენებული ტესტები შემდეგ საგნებში გამოქვეყნდა: ფიზიკა, მათემატიკა (VII-XII), სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება, ქიმია, სპორტი და ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები.
შეგახსენებთ, რომ 2019 წლის შემოდგომაზე ორგანიზებული მასწავლებელთა საგნის გამოცდის, საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დადასტურების პროცესი 2 ნოემბრიდან 8 ნოემბრის ჩათვლით მიმდინარეობდა. აღნიშნულ გამოცდებზე, პირველადი მონაცემებით, 26 600-მდე აპლიკანტიდან 80%-ზე მეტი პრაქტიკოსი მასწავლებელი და მასწავლებლობის მსურველი გამოცხადდა.
რაც შეეხება შედეგების გამოცხადებას, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, სოფო გორგოძე ამბობს, რომ ამ ეტაპზე ნაშრომების გასწორება მიმდინარეობს და პასუხები ნოემბრის ბოლოს, დეკემბრის დასაწყისში გამოქვეყნდება.
-
2026 წლიდან სკოლის ადმინისტრაციულ პერსონალს, ექიმებსა და მანდატურებს ხელფასი 20%-ით გაეზრდებათ – ფინანსთა მინისტრი
by ARIS.GE-განათლება
-
სია გაიზარდა – განათლების სფეროს ამ წარმომადგენლებს შეუძლიათ შეითავსონ ანაზღაურებადი სამუშაო საჯარო სამსახურში
by ARIS.GE-განათლება
-
შეძლებს თუ არა სტუდენტი მობილობას სახელმწიფოდან კერძო უნივერსიტეტში და პირიქით? – მინისტრის მოადგილის პასუხი
by ARIS.GE-განათლება