ერთიანი ეროვნული გამოცდები დასრულდა!
ეროვნული გამოცდები 2013 დასრულდა! ეროვნული გამოცდების ცენტრის ხელმძღვანელის, მაია მიმინოშვილის თქმით, საგამოცდო პროცესმა კარგად ჩაიარა. თუმცა, რამდენიმე გამონაკლისი მაინც იყო, როცა გამოცდაზე მთვრალი აბიტურიენტი, რამდენიმე პედაგოგი კი ე.წ. ‘’შპარგალკით’’ გამოცხადდა. გამოცდაზე არ დაუშვეს 3 აბიტურიენტი და 3 პედაგოგი.
‘’საერთო ჯამში გამოცდებმა კარგად ჩაიარა. მე პირადად კმაყოფილი ვარ. აბიტურიენტების სიმრავლის გამო ვღელდავდით, თუმცა, ყველაფერმა კარგად ჩაიარა. იყო ერთი შემთხვევა, როცა გამოცდაზე აბიტურიენტი ძალიან ნასვამი მოვიდა და პატრულმა ეს დააფიქსირა; გამოცდაზე არ დაუშვეს. 3 პედაგოგი და 2 აბიტურიენტი გამოცდაზე არ დაუშვეს, რადგან მობილურები აღმოუჩინეს. სხვა არაფერი.’’ – აღნიშნა ‘’edu.aris.ge’’-თან საუბარში გამოცდების ცენტრის ხელმძღვანელმა მაია მიმინოშვილმა.
რა შედეგებით დასრულდება ერთიანი ეროვნული გამოცდები, ამის შესახებ პროგნოზირება მიმინოშვილს უჭირს, თუმცა, ზოგადი უნარ-ჩვევების გამოცდების შედეგების საფუძველზე ამბობს, რომ აბიტურიენტებს საშუალო შედეგები აქვთ.
‘’ წინა წლებს თუ შევადარებთ, უკეთესი შედეგიაო ვერ გეტყვით, ამით ვერ დავამშვიდებ აბიტურიენტებს. თუმცა, ცუდი შედეგები ნამდვილად არ არის. საშუალო მაჩვენებელი 48% არის, რაც კარგია. მესამე ვარიანტი ოდნავ რთული აღმოჩნდა, ვიდრე დანარჩენი სამი. პირველი, მეორე და მეოთხე ვარიანტები სირთულის თვალსაზრისით იდენტურია. არაქართულენოვანი აბიტურიენტების შედეგები გაცილებით დაბალია, ვიდრე ქართულენოვანების. თავისთავად, ეს ცუდია და იმის ნიშანია, რომ არაქართულეონოვან სკოლებს სერიოზული ყურადღება სჭირდებათ. ზოგადი უნარების გამოცდების შედეგებს მალე გამოვაქვეყნებთ,’’- ამბობს მიმინოშვილი.
შეგახსენებთ, რომ წელს ეროვნული გამოცდებისთვის 42 000 აბიტურიენტი დარეგისტრირდა. უპრეცედენტო რაოდენობის გამო საქართველოს 12 ქალაქში 18 საგამოცდო ცენტრი გაიხსნა.
ეროვნული გამოცდების ცენტრის ინფორმაციით, გამოცდაზე აბიტურიენტთა 2%, პედაგოგთა 13%, მაგისტრანტობის კანდიდატთა 11%, და გრანტის გაუმჯობესების მსურველთა 8 % არ გამოცხადდა.
წელს აპლიკანტთა უპრეცედენტო რაოდენობის გამო საქართველოს 12 ქალაქში 18 საგამოცდო ცენტრი გაიხსნა.
ყველა საგამოცდო ცენტრში ფუნქციონირებდა სამედიცინო პუნქტი, ცენტრების მიმდებარე ტერიტორიაზე მორიგეობდა სასწრაფო დახამრების მანქანა და სამაშველო სამსახური. წესრიგს კი უზრუნველყოფდა საპატრულო პოლიცია.
გამოცდების პირველივე დღეს მცირე ინციდენტი მოხდა სტუ-ს მე-6 კორპუსში გახსნილი საგამოცდო ცენტრის ტერიტორიაზე, როდესაც ტელეკომპანია ‘’კავკასიის’’ მძღოლმა პატრულის მოთხოვნა არ შეასრულა და ინციდენტი ჩხუბში გადაიზარდა, თუმცა, ამას ხელი არ შეუშლია აბიტურიენტების გამოცდებისთვის.
წელს, ბრაილის შრიფტით გამოცდა ოთხმა პედაგოგმა და 1 აბიტურიენტმა ჩააბარა. გამოცდებში წელს 200-მდე სპეციალური საჭიროების მქონე პირი, 9 პატიმარი და 180-მდე უცხო ქვეყნის მოქალაქე მონაწილეობდა.
რაც მთავარია, აბიტურიენტებს საშუალება აქვთ გამოცდების შედეგების გამოცხადების შემდეგაც შეცვალონ არჩეული უმაღლესი სასწავლებლების ჩამონათვალი, ასევე ფაკულტეტეტბი, მათი რაოდენობა და თანმიმდევრობა. ეს პროცესი სააპელაციო განაცხადების მიღების დასრულებისთან ერთად შეწყდება.
‘’ასეთი სისტემა აბიტურიენტს გაცილებით რეალისტური არჩევანის გაკეთების შესაძლებლობას აძლევს’’, – აცხადებენ გამოცდების ცენტრში.
ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგები ეტაპობრივად გახდება ცნობილი. მაია მიმინოშვილის თქმით,სავარაუდოდ, გამოცდების საბოლოო შედეგების გამოცხადება აგვისტოს დასრულდება.
სალომე არის© გოგოხია
-
2026 წლიდან სკოლის ადმინისტრაციულ პერსონალს, ექიმებსა და მანდატურებს ხელფასი 20%-ით გაეზრდებათ – ფინანსთა მინისტრი
by ARIS.GE-განათლება
-
სია გაიზარდა – განათლების სფეროს ამ წარმომადგენლებს შეუძლიათ შეითავსონ ანაზღაურებადი სამუშაო საჯარო სამსახურში
by ARIS.GE-განათლება
-
შეძლებს თუ არა სტუდენტი მობილობას სახელმწიფოდან კერძო უნივერსიტეტში და პირიქით? – მინისტრის მოადგილის პასუხი
by ARIS.GE-განათლება