მასწავლებლებს ელექტრონულ ჟურნალში ცვლილებების შეტანის ვადა კიდევ გაუხანგრძლივდათ
ელექტრონულ ჟურნალში ცვლილებების განხორციელება მასწავლებლების მიერ 15-იანვრამდე იქნება შესაძლებელი.
განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის გადაწყვეტილებით, ცვლილებებისთვის ბოლო ვადამ უკვე მესამედ გადაიწია, აქამდე არსებული გადაწყვეტილებით კი პედაგოგებს ბოლო ცვლილების განხორციელება ელექტრონულ ჟურნალში 12 იანვრის ჩათვლით შეეძლოთ.
პირველი სემესტრის დასრულებისთანავე მასწავლებლები საუბრობდნენ, რომ ელექტრონულ ჟურნალში ხარვეზების გამო შემაჯამებელი ქულების შეტანა უჭირდათ.
საპილოტე რეჟიმში მიმდინარე პროექტს რომ ხარვეზები აქვს, ამას სამინისტროც აღიარებს. განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა პედაგოგებს ინსტრუქციას სთავაზობს, რისი საშუალებითაც ელექტრონულ ჟურნალში ცვლილებების შეტანას შეძლებენ.
„გამომდინარე იქიდან, რომ სკოლის ელექტრონული ჟურნალი საპილოტე რეჟიმში დანერგილია ყველა საჯარო სკოლაში და არსებობდა ფუნქციონალთან დაკავშირებით გარკვეული ხარვეზები, მასწავლებლებს ეძლევათ შესაძლებლობა, მთელი სემესტრის განმავლობაში დაწერილი შეფასებები ასახონ ელექტრონულ ჟურნალში“, – ნათქვამია უწყების წერილში, რომელიც პედაგოგებმა მიიღეს.
-
2026 წლის გამოცდებზე ჩაჭრილი და ზღვარგადალახული აბიტურიენტების გამოსავალი მეორად ჩარიცხვებში, რათა ისევ გარეთ არ დარჩეთ
by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე
-
საქართველოში საშუალო ხელფასი 2 389 ლარს აღწევს, განათლების სფეროში კი 1 468 ლარია – უახლესი მონაცემები
by ARIS.GE-განათლება
-
ყველა თემა, რომელსაც მოსწავლე საქართველოს ისტორიაში გაივლის – საკითხების ჩამონათვალი
by ARIS.GE-განათლება