მასწავლებლის ეროვნული პრემიის ფარგლებში განაცხადების მიღება 22 აპრილიდან დაიწყება
2024 წლის მასწავლებლის ეროვნული პრემიის ფარგლებში განაცხადების მიღება 22 აპრილის დაიწყება და 5 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება. ამის შესახებ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.
უწყების პრესრელიზში წერია, რომ საკითხზე მინისტრმა გიორგი ამილახვარმა “პრესკონფერენციაზე ისაუბრა, რომელსაც მედიასაშუალებების წარმომადგენლებთან ერთად, 200-მდე მასწავლებელი ესწრებოდა”, თუმცა მედიას ღონისძიების შესახებ ანონსი არ მიუღია.
მასწავლებლის ეროვნულ პრემიას 10 000 ლარის ოდენობით 10 მასწავლებელი მიიღებს – რაზე დაიხარჯება მილიონი
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, 2024 წლის კონკურსი უფრო მასშტაბური იქნება, ჩაერთვება კიდევ უფრო მეტი პედაგოგი და საბოლოო ღონისძიებამდე საქართველოს ყველა რეგიონში და მუნიციპალიტეტში გაიმართება სხვადასხვა წინასწარი აქტივობა, რაც უზრუნველყოფს კონკურსის მიმდინარეობის პროცესში სასკოლო საზოგადოების ჩართულობას.
მასწავლებლის ეროვნული პრემიით დაჯილდოების წესი
27 ოქტომბერი მასწავლებლის ეროვნულ დღედ გამოცხადდა
მასწავლებლის ეროვნული დღე ყოველი წლის 27 ოქტომბერს – ქართველი პედაგოგის, საქართველოში მეცნიერული პედაგოგიკის ფუძემდებლის, პუბლიცისტის, საბავშვო მწერლისა და საზოგადო მოღვაწის იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღეს აღინიშნება. ამასთან, ყოველწლიურად საზოგადოებისა და განათლების სისტემის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, ღვაწლმოსილ პედაგოგებს გადაეცემა მასწავლებლის ეროვნული პრემია – სპეციალურად შექმნილი სამკერდე ნიშანი და ფულადი ჯილდო 10 000 ლარის ოდენობით.
- განათლების მინისტრს კიდევ ერთი ახალი მოადგილე ჰყავს – თამარ ღვამიჩავამ გელა გელაძე ჩაანაცვლა by ARIS.GE-განათლება
- განათლების სამინისტრო: კონკრეტული პირები ზეწოლას ახდენენ სკოლებზე – ისინი იჭრებიან საგანმანათლებლო დაწესებულებების ტერიტორიაზე by საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
- მინისტრი გაფიცვებზე: „სკოლები და უნივერსიტეტები დაფინანსებას იღებენ იმისთვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს სწავლა-სწავლების უწყვეტობა“ by საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო