მასწავლებლის სახლის ტრეინინგი სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების პედაგოგებისთვის
10-11 ნოემბერს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) მხარდაჭერით, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებლებს იწვევს ტრენინგზე “პროექტზე დაფუძნებული სწავლება ხელოვნების გაკვეთილზე”.
ტრენინგს გაუძღვება ხელოვნებათმცოდნე, სახვითი ხელოვნებისა და ტექსტილის გაფორმების პედაგოგი – ქალბატონი ნინო მიუნთნიხი, რომელსაც აქვს გერმანიის განათლების სისტემაში მუშაობის გამოცდილება, მოღვაწეობს ქალაქ ბონის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში, ბეთჰოვენის სახლმუზეუმსა და საგამოფენო სივრცეებში.
ტრენინგზე დასავლეთ ევროპული ქვეყნების მაგალითზე განიხილება ზოგადი განათლების კონტექსტში სახვითი ხელოვნების თეორიული და პრაქტიკული სწავლება და მასში თანამედროვე მეთოდებისა და ინოვაციური მიდგომების დანერგვა.
ტრენინგზე დასარეგისტრირებლად გააგზავნეთ თქვენი საკონტაქტო ინფორმაცია ( სახელი, გვარი, სკოლა, ტელეფონის ნომერი) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: ekapanadze@tpdc.ge.
რეგისტრაცია დასრულდება პარასკევს, 7 ნოემბერს 18:00 საათზე.
-
თუ მასწავლებელს პრაქტიკული საქმიანობა დადებითად არ შეუფასდება – გამოქვეყნდა საპრეტენზიო განაცხადის ფორმა და წარდგენის ვადა
by მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
-
რომელ საგნებში გამოვლინდებიან 2022 წლის საუკეთესო მასწავლებლები – კონკურსში მონაწილეობის პირობები
by ამბები ზოგადი განათლებიდან
-
ადრეული განათლების მიმართულების ტრენერობის მსურველთათვის კონკურსი გამოცხადდა – დეტალები
by მასმედია