მასწავლებლის სქემაში შესატან ცვლილებებზე მუშაობა დასრულებულია – მოესწრება თუ არა სიახლეების დამტკიცება 2022 წელს?
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში შესატან ცვლილებებზე, რომელიც უმეტესად მენტორი და წამყვანი მასწავლებლების პრაქტიკული საქმიანობის შეფასებას უკავშირდება (მასწავლებლის პრაქტიკული საქმიანობის შეფასების შესახებ), მუშაობა დაასრულა. ამის შესახებ EDU.ARIS.GE-ს მასწავლებლის სახლში 8 დეკემბერს განუცხადეს.
მათი ინფორმაციით, ახლა რამდენიმე ტექნიკური საკითხია დარჩენილი, რომელზე თანხმობასაც ელოდებიან და ამის შემდეგ, ცვლილებათა პაკეტი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უნდა გადაეგზავნოს, რომელიც თავის მხრივ, ვალდებულია, ცვლილებები მთავრობის სხდომაზე გაიტანოს.
ცვლილებების პროექტის გაცნობისა და საკუთარი მოსაზრებების გაზიარების შესაძლებლობა სკოლებს გასულ თვეში ჰქონდათ და გაითვალისწინა თუ არა მასწავლებლის სახლმა მათი შენიშვნები, დოკუმენტის გამოქვეყნების შემდეგ გახდება ცნობილი.
მასწავლებლის სქემის შესახებ შექმნილ მთავრობის დადგენილებაში ამჯერად შინაარსობრივი ცვლილებები მენტორი და წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მიმართულებით უნდა განხორციელდეს, თუმცა, როგორც EDU.ARIS.GE-მ გაარკვია, სქემაში სხვა ცვლილებებიც დამტკიცდება, მათ შორის სპეციალური მასწავლებლებისა და არაქართულენოვანი მასწავლებლების შესახებ.
EDU.ARIS.GE-ს კითხვაზე, მოესწრება თუ არა ცვლილებების დამტკიცება 2022 წლის ბოლომდე, მასწავლებლის პროფესიული განვითარების ცენტრში გვპასუხობენ, რომ წელს დამტკიცების მოლოდინი უფრო მაღალია, ვიდრე ვერ მოსწრების.
შეგახსენებთ, რომ ცვლილებათა პროექტში შემოთავაზებული იყო წამყვანი და მენტორი მასწავლებლის პროფესიული საქმიანობისა და შეფასების ძირითადი პრინციპები, მასწავლებლის პრაქტიკული საქმიანობის შეფასების ფორმა და კრიტერიუმები და მასწავლებლის პრაქტიკული საქმინობის შეფასების პროცესის ადმინისტრირების შესახებ ცვლილებები.
მასწავლებლის პროფესიული საქმიანობისა და შეფასების ძირითადი პრინციპები, მასწავლებლის პრაქტიკული საქმიანობის შეფასების ფორმა და კრიტერიუმები და მასწავლებლის პრაქტიკული საქმიანობის შეფასების პროცესის აღწერილობა ცვლილებათა პირველადი პროექტიდან, იხილეთ ჩვენს სტატიაში.
მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემამ 2014 წლის შემდეგ არაერთი ცვლილება განიცადა.
ასევე იხილეთ:
ნინო ელბაქიძე: „ეძებეთ თქვენი შვილისთვის ახალგაზრდა, გამოუცდელი მასწავლებელი“
- დამტკიცდა სკოლის საბაზო-საშუალო საფეხურის მასწავლებლის უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებელი by განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება