მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის IBSU უფასო “სასკოლო ოლიმპიადა 2017”-ს მართავს
2017 წლის, 12 მარტს, 10 საათზე შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი ’’IBSU სასკოლო ოლიმპიადა 2017“-ს მართავს. ოლიმპიადაში მონაწილეობის მიღება ნებისმიერ მე-12 კლასის მოსწავლეს სრულიად უფასოდ შეუძლია.
ოლიმპიადა გაიმართება ტექნიკურ და ჰუმანიტარულ საგნებში. ტექნიკური მიმართულება მოიცავს 3 საგანში ტესტირებას: ქართული ენა და ლიტერატურა, ინგლისური ენა და მათემატიკა. ჰუმანიტარული მიმართულება, ასევე, მოიცავს ტესტირებას 3 საგანში : ქართული ენა და ლიტერატურა, ინგლისური ენა და ისტორია. პასუხების გასაცემად 100 წუთია გამოყოფილი.
ოლიმპიადა საქართველოს 6 ქალაქში თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, რუსთავში, მარნეულსა და ზუგდიდში ერთდროულად გაიმართება.
გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან:
- I ადგილი – 2 გამარჯვებული დაჯილდოვდება Ipad-ით და IBSU-ს 100 % -იანი სასწავლო გრანტით;
- II და III ადგილი – 4 გამარჯვებული დაჯილდოვდება უახლესი მოდელის ტელეფონით, ყურსასმენითა და IBSU-ს 75 %-იანი სასწავლო გრანტით;
- IV -X ადგილები – გასული 14 გამარჯვებული დაჯილდოვდება IBSU-ს 50 %-იანი სასწავლო გრანტით;
- XI- XXV ადგილები – 30 გამარჯვებული დაჯილდოვდება IBSU-ს 20 %-იანი სასწავლო გრანტით.
ოლიმპიადის სასწავლო გრანტით აბიტურიენტი ისარგებლებს მხოლოდ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში ჩაბარების შემთხვევაში.
- ამბის თხრობის ხელოვნება სოციალურ მედიაში – ვორქშოფი IBSU-ში by შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი
- „სამართალი ფილმებში“ – IBSU-ში აბიტურიენტებისთვის ზამთრის სკოლაში რეგისტრაცია დაიწყო by შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი
- დაპროგრამებაში უნივერსიტეტებს შორის მსოფლიო ჩემპიონატის (ACM ICPC) ნახევარფინალში IBSU-ს ორი გუნდი გადავიდა by შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი