მედიცინის სკოლა აბიტურიენტებისთვის კსუ-ში
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტი აბიტურიენტებისთვის იწყებს პროექტს – „მედიცინის სკოლა“.
პროექტის მიზანია დარგით დაინტერესებულ აბიტურიენტებს გავაცნოთ მედიცინის ზოგადი და დარგობრივი მიმართულებები / თანამედროვე ტენდენციები (მედიცინა, სტომატოლოგია, ფარმაცია).
პროექტის 6 მასტერკლასს CIU-ს მედიცინის ფაკულტეტისა და პარტნიორი ორგანიზაციების პრაქტიკოსი ექიმები/პროფესორები გაუძღვებიან, რომლებსაც მრავალწლიანი ადგილობრივი და საერთაშორისო გამოცდილება აქვთ.
პროექტში მონაწილეობა შეუძლიათ ზოგადსაგანამანათლებლო დაწესებულებების XI და XII კლასის მოსწავლეებს. პროექტის ბოლოს ყველა მონაწილე დაჯილდოვდება კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის აკადემიური სერტიფიკატითა და სასწავლო ინვესტიციებით.
მასტერკლასები ჩატარდება დისტანციურად, ონლაინ პლატფორმა Zoom-ის მეშვეობით.
პროექტში მონაწილეობისთვის, გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია.
-
„საჯარო გამოსვლის ხელოვნება“ – CIU-ს სტომატოლოგიის საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში, საჯარო ლექცია გაიმართა
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
-
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში „თეთრი ხალათების“ ცერემონია გაიმართა
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
-
„მწვანე ფინანსების გავლენა განვითარებადი ქვეყნების მდგრად ეკონომიკურ განვითარებაზე“ – CIU-ში პანელური დისკუსია გაიმართება
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი