GE

მედიკოს სტუდენტთა I საერთაშორისო კონგრესი

2011 წლის 4-9 მაისს სამსუნის (თურქეთი) ონდოკუს მაიას უნივერსიტეტში ჩატარდა „მედიკოს სტუდენტთა I საერთაშორისო კონგრესი“, სადაც მონაწილეობდნენ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის 23 სტუდენტი

კონგრესზე სამედიცინო უნივერსიტეტის V და VI კურსიის სტუდენტებმა წარმოადგინეს 15 პოსტერული და 2 ზეპირი მოხსენება. დელეგაციის წევრებს შორის იყვნენ თსსუ-ის რეზიდენტი ია ხუცილავა (პედიატრია) და უცხოენოვანი პოსტდიპლომური სწავლების სტუდენტი შირაზ ახმედ შარიფი (ქირურგია).

,,გულის უკმარისობა – გადაუდებელი დახმარების I დონის სტრატეგიები“ – მომხსენებელი – ნათია ვაშაყმაძე და გურამ მაჩიტიძე (ხელმძღვანელი, პროფ. ია ავალიანი).

„კლინიკური შემთხვევის განხილვა ჰაშიმოტოს დაავადების შესახებ
“ – მომხსენებელი – უცხოენოვანი პოსტდიპლომური სწავლების სტუდენტი შირაზ ახმედ შარიფი და ონისე ჩადუნელი (ხელმძღვანელი, პროფ. გიორგი გიორგობიანი).

თსსუ-ის უცხოელ სტუდენტთა განათლების დეპარტამენტის უფროსმა სპეციალისტმა ი. მანჯავიძემ წარადგინა მოხსენება: ,,ბავშვის განვითარება, საჭიროებანი და უფლებები”.

წარდგენილმა მოხსენებებმა დიდი ყურადღება და მოწონება დაიმსახურა. „საუკეთესო პოსტერი“-ს ნომინაციაში გაიმარჯვეს გიორგი და ანა ფოჩხუამ (თემა ,,კარდიალური მიქსომები”, ხელმძღვანელი – თსსუ-ის თერაპიის კათედრის პროფესორი შალვა პეტრიაშვილი).

კონფერენციის მიმდინარეობის დღეებში სტუდენტები დაესწრნენ უცხოელი პროფესორების ლექციებს, ტრენინგ-სემინარებს, მონაწილეობა მიიღეს სოციალურ პროგრამაში.

უნივერსიტეტებს შორის ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავების და პერსპექტივების განხილვის მიზნით გაიმართა შეხვედრა ონდოკუს მაიას უნივერსიტეტის ვიცე-რექტორთან, პროფ აჰმეტ ბულუტთან, მედიცინის ფაკულტეტის დეკანთან, პროფ. ჰეიდარ საჰინოგლუსთან, დეკანის მოადგილეებთან, პროფ. ფარუკ ბაგირიცთან, პროფ. ავჰან დაგდემირთან და ადმინისტრაციის სხვა წარმომადგენლებთან.

შეხვედრის დროს მხარეებმა განიხილეს ურთიერთთანამშრომლობის ძირითადი ასპექტები: ერთობლივი მუშაობა კლინიკურ, კვლევით და საგანმანათლებლო სფეროებში, კლინიკური გამოცდილების გაზიარება, სტუდენტთა/რეზიდენტთა და ახალგაზრდა სპეციალისტთა გაცვლით პროგრამებში მონაწილეობა, პროფესორ-მასწავლებელთა ჩართვა სამეცნიერო-კვლევით პროგრამებში და სხვ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტსა და ონდოკუზ მაისის უნივერსიტეტს შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის მიხედვით დაიგეგმა სამედიცინო უნივერსიტეტის 40 სტუდენტის საზაფხულო სტაჟირება ონდოკუს მაიას უნივერსიტეტის კლინიკაში; რეზიდენტებსა და თსსუ-ის აკადემიურ პერსონალს საშუალება მიეცემა გაიარონ 2-6-თვიანი კლინიკური პრაქტიკა.

უნივერსიტეტის დეკანმა, პროფ. ჰეიდარ საჰინოგლუმ ქართველ დელეგატებს დაათვალიერებინა საუნივერსიტეტო კლინიკის დეპარტამენტები, სადაც ქართველ სტუდენტებსა და ახალგაზრდა ექიმებს შესაძლეობლობა ექნებათ გაიარონ ტრეინინგები.

დიდი მოწონება დაიმსახურა თსსუ-ის სპორტისა და ხელოვნების ცენტრის სიმღერისა და ცეკვის სახალხო ანსამბლმა, სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტების ლევან ჩუთლაშილისა და მარიამ კაპანაძის მიერ შესრულებულმა ქართულმა ცეკვამ ,, დაისი”.

ვიზიტმა წარმატებულად ჩაიარა. უნივერსიტეტებს შორის დამყარებული ურთიერთობა სასარგებლო აღმოჩნდება თსსუ-ის სტუდენტებისა და ახალგაზრდა ექიმთათვის, პროფესიული მომზადებასა და წინსვლაში.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური