„მეგონა სამოქალაქოსაც გაართულებდნენ, თუმცა შევცდი” – გამოცდიდან გამოსული აბიტურიენტი
2018 წლის ეროოვნული გამოცდების ფარგლებში დღეს სამოქალაქო განათლების გამოცდა ტარდება. მიუხედავა იმისა, რომ აბიტურიენტებს გამოცდისთვის დასაწერად 3 საათი და 10 წუთი აქვთ, ნაწილმა საგამოცდო სექტორი დაახლოებით ერთ საათში დატოვა. როგორც მათ EDU.ARIS.GE–სთან აღნიშნეს, მოსული დავალებებით კმაყოფილები არიან. მათი თქმით, გამოცდაზე ის საკითხები იყო რომელიც აქტუალური იყო და რთული და უცხო არაფერი ყოფილა.
“საერთო ჯამში რთული არ ყოფილა, ყველაზე დიდი დრო შეცდომების გასწორებამ წამართვა. ტესტები თითქმის ყველა საკითხს მოიცავდა თუმცა უმარტივესი იყო. ეკონომიკურ საკითხებზე მოსულ დავალებასაც მარტივად გავართვი თავი. გეკითხებოდნენ სად იყო ყველაზე მეტად ეკონომიკა განვითარებული და რუკის მიხედვით ქვეყნები უნდა დაგესახელებინა. ასევე მოცემული იყო დავალება სკოლებში ძალადობრივი მდომარეობის შესახებ. უნდა მოგეფიქრებინა ძალადობის არსებობების მიზეზები და მოგვარების გზები. ერთ-ერთი საკითხი ასევე საქართველოს ზოგად საომარ ვითერებებში ჩარევას უკავშირდებოდა უნდა დაგეწერა 2 მიზეზი რატომ უნდა ჩაერიოს საქართველო მიმდინარე საომარ ვითარებაში და 2 მიზეზი რატომ არ უნდა ჩაერიოს”, – გვითხრა ნიკამ.
სამოქალაქო გამოცდაზე მოსული დავალებებით კმაყოფილია მარიამიც. როგორც ჩვენთან საუბრისას ამბობს, ეგონა რომ სხვა საგნების მსგავსად სამოქალაქოსაც გაართულებდნენ თუმცა შეცდა.
“ურბანიზაციაზე იყო კითხვები მაგალითად რა მინუსები შეიძლება ჰქონდეს საქართველოსთვის ურბანიზაციას, იწვევს თუ არა ახალი პროფესიების შექმნას და ა.შ. კიდევ იყო კარიკატურა, კაცი იყო გამოსახული და შარავანდედის ნაცვლად თავზე დადგმული ჰქონდა ფესვი 4-დან, მაგის წინ 4 კაცი იყო. ერთ-ერთს თავზე 2 ეწერა, მაგრამ მერე იყო 2 პოლიციელი, რომლებსაც მიჰყავდათ ვითომ ეს კაცი და კითხვები იყო რას გამოხატავდა კარიკატურა და სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა იყო, ასევე გეკითხებოდნენ, თავისუფლების მნიშვნელობას, როგორ უნდა გადაჭრა ეს პრობლემა და ა.შ. ბევრი კითხვა იყო ეკონომიკიდანაც. დახურული კითხვები მარტივი იყო. მაგალითად უნდა დაგეწერა რომელ სახელმწიფოს აქვს დაუწერელი კონსტიტუცია.
საერთო ჯამში ძალიან კმაყოფილი გამოვედი, მეგონა რომ სამოქალაქოც ძალიან გართულებული იქნებოდა, რადგან გეოგრაფიის მეორე ვარიანტი ვწერე და ძალიან რთული იყო, თუმცა სამოქალაქოს შემთხვევაში ასე არ აღმოჩნდა. ყველაფერი იყო რა საკითხებსაც ველოდებოდი”, -გვითხრა მარიამმა.
სამოქალაქო განათლების გამოცდის სიმარტივეზე საუბრობს კიდევ ერთი აბიტურიენტი. მისი თქმით, ყველაზე მარტივი ტესტები იყო.
“კითხვები იყო ურბანიზაციაზე, ეკონომიკაზე, ასევე სკოლაში უსაფრთხო გარემოს შექმნასა და სამლოცველო ოთახის შესახებ იყო. მაგალითად ურბანიზაციაზე გეკითხებოდნენ, რა შედეგების მომტანი იყო, შრომის გადანაწილება როგორ შეიძლებოდა მომხდარიყო, ასევე რომელი ქვეყნები იყო ეკონომიკურად ყველაზე განვითარებული, როგორ უნდა შეგექმნა სკოლაში უსაფრთხო გარემო და უნდა ყოფილიყო თუ არა სკოლაში სამლოცველო ოთახი. ასევე მსოფლიოში მიმდინარე სამხედრო კონფლიქტებში საქართველოს ჩარევა-არჩარევაზე უნდა დაგეწერა. 2 არგუმენტი უნდა მოგეყვანა რატომ უნდა ჩარეულიყო საქართველო კონფლიქტში და 2 არგუმენტი იმის შესახებ თუ რატომ არ უნდა ჩარეულიყო. საერთო ჯამში ძალიან კარგი სამუშაო იყო, თავისუფლად ვწერე ყველა საკითხი”, – გვითხრა სოფომ.
რაც შეეხება სტატისტიკას, დღეს სამოქალაქო განათლების გამოცდაზე რეგისტრირებულ აპლიკანტთა 94%-ზე მეტი გამოცხადდა.
სამოქალაქო განათლების გამოცდაზე ერთ-ერთი აბიტურიენტი შეუძლოდ გახდა
ავტორი გვანცა ღვედაშვილი
-
2026 წლიდან სკოლის ადმინისტრაციულ პერსონალს, ექიმებსა და მანდატურებს ხელფასი 20%-ით გაეზრდებათ – ფინანსთა მინისტრი
by ARIS.GE-განათლება
-
სია გაიზარდა – განათლების სფეროს ამ წარმომადგენლებს შეუძლიათ შეითავსონ ანაზღაურებადი სამუშაო საჯარო სამსახურში
by ARIS.GE-განათლება
-
შეძლებს თუ არა სტუდენტი მობილობას სახელმწიფოდან კერძო უნივერსიტეტში და პირიქით? – მინისტრის მოადგილის პასუხი
by ARIS.GE-განათლება