მეორადი ჩარიცხვები წელს აღარ განხორციელდება
წელს აბიტურიენტთა მეორადი ჩარიცხვები აღარ განხორციელდება.
როგორც Aris.ge-განათლებას შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში განუცხადეს, მეორადი ჩარიცხვების საჭიროება აღარ არსებობს.
“აბიტურიენტებს 8 აგვისტომდე, ანუ აპელაციის პროცესის დასრულებამდე აქვთ ვადა ცვალონ თავიანთი არჩევანი. შეცვალონ ფაკულტეტებისა და უნივერსიტეტების თანმიმდევრობა. მიუთითონ იმდენი ფაკულტეტი, რამდენიც სურთ. შესაბამისად, მეორადი ჩარიცხვების საჭიროება აღარ არის. აბიტურიენტს შეუძლია, თავიდანვე მიუთითოს ყველა ის პროგრამა, რომლებზეც მის მიერ არჩეული გამოცდები ბარდება. ამასთან, მეორადი ჩარიცხვების პროცესი მნიშვნელოვნად ახანგრძლივებდა გრანტების განაწილების პროცესს, რაც პირველადი ჩარიცხვებით მოხვედრილთა უკმაყოფილებას იწვევდა,”- განუცხადეს Aris.ge- განათლებას შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში.
შეგახსენებთ, აბიტურიენტებმა საბოლოო არჩევანი 8 აგვისტოს ჩათვლით უნდა დააფიქსირონ.
ეკა არის© წივწივაძე
-
შეძლებს თუ არა სტუდენტი მობილობას სახელმწიფოდან კერძო უნივერსიტეტში და პირიქით? – მინისტრის მოადგილის პასუხი
by ARIS.GE-განათლება
-
„აბიტურიენტებს ექნებათ ისეთივე ფართო არჩევანი უნივერსიტეტის და ფაკულტეტის ნაწილში, როგორიც აქამდე ჰქონდათ“
by აბიტურიენტებისათვის
-
„უნივერსიტეტებში სტუდენტების მიღება ახალი მოდელის შესაბამისად უკვე უნდა დავიწყოთ ამ აკადემიური წლიდან“
by ARIS.GE-განათლება