მინისტრი: სკოლის ადმინისტრაციის, პედაგოგისა და ტექ–პერსონალის ხელფასებმა უნდა მოიმატოს
სკოლის ადმინისტრაციის, პედაგოგისა და ტექნიკური პერსონალის ხელფასებმა უნდა მოიმატოს – ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა EDU.ARIS.GE-ს კითხვის საპასუხოდ განაცხადა, თუმცა იგეგმება თუ არა აღნიშნულის განხორციელება და როდის არ დაუკონკრეტებია.
–რას უპასუხებთ იმ მასწავლებლებს, რომლებიც თვლიან, რომ უსამართლოა სახელფასო დანამატის გაზრდა მხოლოდ წამყვანი და მენტორი მასწავლებლებისთვის, მაშინ როცა ამ ორ კატეგორიაში ვისაც დანამატი მოუმატეთ სულ რაღაც 233 პირია, არადა ქვეყანაში 67 ათასი პედაგოგი გვყავს? ასევე, სკოლების ტექპერსონალის ხელფასები თუ გადაიხედება როდესმე?
მინისტრი მიიჩნევს, რომ მენტორი და წამყვანი მასწავლებლებისთვის სხვა პედაგოგებისგან განსხვავებული ხელფასის დაწესება სამართლიანია.
„წამყვანმა და მენტორმა მასწავლებლებმა მიაღწიეს ამ დონეს. მათ შეასრულეს საკმაოდ დიდი სამუშაო და ხდება მათი წახალისება. საქმე ისაა, რომ სხვა მასწავლებელს, ყველას აქვს შანსი გახდეს წამყვანი და შემდეგ მენტორი. თუმცა ხელფასების მატება, ამჟამად შეეხო მხოლოდ წამყვან და მენტორ მასწავლებლებს, რამეთუ, ყველა მასწავლებელი გვინდა წავახალიოთ, რომ გადავიდეს შემდეგ საფეხურზე და აიმაღლოს კვალიფიკაცია. შესაბამისად, ეს მათთვისაც არის სტიმული, რომ მიაღწიონ ამ საფეხურს. თუმცა მე მინდა გითხრათ, რომ ზოგადად, მასწავლებლების ანაზღაურების თემა ძალიან სერიოზული თემაა და მე ჩემს პირად აზრს მოგახსენებთ, რომ ყველა მასწავლებელის, უკლებლივ ყველას ხელფასი უნდა იყოს უფრო მაღალი და ამ მიმართულებით ჩვენ მაქსიმალურად ვმუშაობთ, რომ ყოველი მასწავლებლის ხელფასი გაიზარდოს“, – განაცხადა ჩხენკელმა.
მინისტრმა ასევე პირადი სურვილი გამოთქვა ტექნიკური პერსონალისთვის ხელფასების მატების შესახებ.
„ტექნიკურ პერსონალს სკოლაში საკამოდ მძიმე სამუშაო აქვს და საკმაოდ რთულია როგორც პედაგოგის, ასევე ტექ-პერსონალის მოღვაწეობა სკოლაში. შესაბამისად, სკოლაში დასაქმებული ყველა ადამიანის, პედაგოგის ადმინსიტრაციის და ტექნიკური პერსონალის ხელფასებმა უნდა მოიმატოს“, – აღნიშნა მინისტრმა EDU.ARIS.GE-ის კითხვის საპასუხოდ.
233 მასწავლებელი თებერვლის ბოლოს უკვე გაზრდილ ხელფასს მიიღებს
მოამზადა ქეთი გიგოლაშვილმა
- რა შეიცვალა მასწავლებლის საგნის, პროფესიული უნარებისა და სპეცმასწავლებლის გამოცდის ჩატარების წესში – ბრძანება by სიახლეები პედაგოგთა გამოცდებზე
- „როგორც ისტორიის პედაგოგი, ამ ახალ კანონში რამდენიმე სერიოზულ საფრთხეს ვხედავ“ by ARIS.GE-განათლება
- განათლების მინისტრის ექვსი მოადგილიდან 1-ელი მოადგილე 37 წლის გიორგი მოდებაძე იქნება – ბიოგრაფია by ARIS.GE-განათლება