მის უთორმეტსართულიანესობა ანუ … მაღლივი!
მაღლივი – ჩვენი ტკიივილი, მააღლივი ჩვენი დარდიაა…
მახსოვს ეს სიმღერა პირველად რომ მოვისიმინე რა რეაქცია მქონდა. ლამის გადავიფიქრე იქ ფეხის მიკარება, თუმცა ჯერ სტუდენტიც არ ვიყავი. ბოლოს ასრულდა დიდი ხნის ნანატრი საწადელი და როგორც იქნა მეც იქაურობის სრულუფლებიანი წევრი გავხდი, უაღრესად დაბნეული და შეშინებული წევრი. ადაპტაციისათვის 2 თვე მაინც დამჭირდა თუ მეტი არა. პირველ შუალედურ გამოცდას ნახევარი ნერვები შევალიე. არა ისეთი არაფერი იყო, მაგრამ ყველა ნერვიულობდა და მე რა მექნა :)) ეს ისე. ახლა სემესტრული გამოცდები მაქვს, ერთიღა დამრჩა(თურმე რა ერთი). დღეს კიდევ ერთი მოვიშორე, როგორც მოვიშორე ახლავე გეტყვით.
იმის გამო, რომ ამ ბოლო დროს გამოცდების გამო ნერვებს დიდად აღარ ვიტვირთავ, გადავწყვიტე იოლი გამოსავალი მეპოვნა. სინდისი შემაწუხებდა რომ ამ გამოსავლით მხოლოდ მე მესარგებლა, მაგრამ სადაც მთელი კურსი, იქაც მე :))) შესანიშნავი გამოთქმაა ეს “თხა თხაზე ნაკლები, მგელმა შეჭამა”, დღითიდღე ვრწმუნდები მის სისწორეში. ახლა ხელმეორედ გვაწერინებენ, რადგან გატყდა ეს ამბავი, ყველაფერი საწყალ სტუდენტებს დაგვბრალდა :(( არადა საიდან გვქონდა ეგ პასუხები კაციშვილი არ კითხულობს. მოკლედ რეფორმებია გასატარებელი მაღლივში.
ახლა თვითონ მაღლივი
მაღლივი, თსუ-ს მეათე კორპუსი, მდებარეობს უნივერსიტეტის ქუჩაზე, ნომერი ზუსტად არ მახსოვს. ცოტა უცნაური და ერთი შეხედვით მიუვალი ადგილია, მაგრამ როგორც გავიგე მაგას ადრე მხოლოდ უნივერსიტეტის ფუნქცია არ ეკისრა, კვლევითი ცენტრი ყოფილა და ობსერვატორიები ჰქონია. შენობა 13 სართულიანია, მაგრამ მეცამეტეზე არ აისვლება, რაღაც გისოსებით არის დაკეტილი და ცნობისმოყვარე სტუდენტებისთვის მიუღწეველი (ქსეროქსი მაინც გახსნან 😀 ძაან ავიჩემე ეს იდეა ), პირველკურსელებისთვის მაინც 🙂
გაგიკვირდებათ და ზედა სართულებზე ასაღწევად შენობაში 8 ლიფტია დამონტაჟებული, მაგრამ როგორც დავაკვირდი მორიგეობით მუშაობენ და მუდამ დიდი მოთხოვნაა მათზე, სულ რიგი დგას. მეც სულ იმ რიგში ვდგავარ, მაგრამ მერე მაინც კიბით ავდივარ. იდგები 10 წუთი სანამ კაბინა მე-12 სართულიდან ჩამოვა, ამასობაში მოვა ორი ლექტორი, შევა, დააჭერს ღილაკს და წავა. მეყოლე ვარდივით 😀 ლიფტის გარდა რესურსცენტრის კომპიუტერებზეა დიდი მოთხოვნა, ერთი Good Food ვერ ამართლებს მგონი. ამიტომაც დააპატარავეს 😛
ამის გარდა კიდევ ბევრი საინტერესო ატრიბუტითაა აღჭურვილი იქაურობა. მაგალითად ბიბლიოთეკით, სადაც გამოცდები ტარდება. როგორ ვიცინი ხოლმე სოციალური და პოლიტიკური ფაკულტეტების სტუდენტებს რომ ვხედავ იქ გამოცდებზე, შეწუხებული სახეებით. გამოცდებზე მეტად მგონი მაღლივის ბიბლიოთეკაში ამოსვლა აწუხებთ, გეგონება ჩოხატაურში გააგზავნეს 😀 ბიბლიოთეკა ოფიციალურად ჰქვია მგონი მაგ შენობას, თორემ წამლად 1 წიგნი რომ გინდოდეს, ვერსად იპოვნი.
კინაღამ გამომრჩა ხიდის ხსენება. მაღლივის წინ ჩამოდის მდინარე ვერე, ამიტომ მეორე მხარეს გადასასვლელად უზარმაზარი ხიდია აშენებული, ადრე საბაგიროც იყო, მაგრამ ახლა მხოლოდ ბუტაფორიაა. იმ ხიდს გადაღმა საინტერესო ფაქტებს შეგიძლიათ წაასწროთ 😀 (სულ გაფუჭდა ეს ახალგაზრდობა) 😛 რას ერჩი ჰაერი კაია, ბუნება კაია.
მოკლედ “მაღლივი” ყველაზე განსხვავებული უნივერსიტეტია მგონი საქართველოში. ერთდროულად ხარ სტუდენტიც და “მაღლიველიც”. რაღაც თითქოს სექტაა თავისებური,მრომელიც სხვადასხვა ქვესექტებად იყოფა. ყოველ წელს ამ სექტას 1000 ზე მეტი მიმდევარი უერთდება და კიდევ უამრავი აკლდება. მაღლივი გვეუნება ხიშტი მინუს ორასიო. : )) სინამდვილეში ამას ვინც გვეუბნება ყველამ ვიცით ალბათ, მაგრამ მაღლივში პლაგიატი არავის უკვირს, სტუდენტით დაწყებული…..
იხილეთ ორიგინალი
-
საქართველოს ანგელოზის დღე – რა ვიცით წმინდა გიორგის ცხოვრებისა და მისი მოწამეობრივი აღსასრულის შესახებ
by განათლებული ბლოგი
-
რა ითქვა განათლების სამინისტროში პედაგოგთა ახალ სქემაზე და როგორ ხედავს პროცესს წამყვანი მასწავლებელი
by განათლებული ბლოგი
-
დამოუკიდებელად სწავლების ფორმირება დაწყებით საფეხურზე: პრაქტიკული მიდგომები და შედეგი
by განათლებული ბლოგი