„მიზეზი საცობია“ – მასწავლებლის გამოცდაზე ერთ საგამოცდო ცენტრში ორმა მონაწილემ დააგვიანა
ზაფხულის გამოცდები გრძელდება. დღეს, 9 ივლისს, მასწავლებლის საგნის გამოცდები 5 საგანში ტარდება – ფიზიკა, ქიმია, ისტორია, ქართული ენა და ლიტერატურა და ბიოლოგია VII-XII კლასებისთვის.
ტესტირებაზე დაგვიანების შემთხვევები მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველთა შორისაც არის. როგორც EDU.ARIS.GE-ს ჟურნალისტი ადგილიდან გვატყობინებს, დილის სესიაზე, თბილისის 175-ე საჯარო სკოლაში გახსნილ საგამოცდო ცენტრში ორმა მამაკაცმა დააგვიანა.
გამოსაცდელები ადგილზე ტესტირების დაწყებიდან, დაახლოებით, 20 წუთის შემდეგ მივიდნენ. საგამოცდო ცენტრიდან გამოსულმა NAEC-ის წარმომადგენელმა კი მათ განუმარტა, რომ გამოცდა დაწყებული იყო და აპლიკანტების ტესტირებაზე დაშვებას ვეღარ შეძლებდნენ.
როგორც ერთ-ერთმა გამოსაცდელმა აღნიშნა, საგამოცდო ცენტრში დროულად მისვლა ქალაქში არსებული საცობის გამო ვერ მოახერხა, რამაც მისი გაღიზიანება გამოიწვია.
ორივე დაგვიანებული ისტორიის გამოცდაზე უნდა გასულიყო.
ასევე იხილეთ:
გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე
განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ
მარიამ იმერლიშვილი
-
ცნობილია პრაქტიკოსი მასწავლებლებისა და სპეცმასწავლებლების 2025 წლის საგნისა და უფროსი სპეცმასწავლებლების გამოცდების განრიგი
by პროცედურები
-
მოქმედი პრაქტიკოსი მასწავლებლები გამოცდის ჩაბარებას ორ ქალაქში შეძლებენ – ნინო წერეთლის განმარტება
by ARIS.GE-განათლება
-
რომელ საგნებში შეძლებენ გამოცდის ჩაბარებას მოქმედი პრაქტიკოსი მასწავლებლები ნოემბერში – ვიდეოინსტრუქცია
by შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი