მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის რეაბილიტაცია 2023 წელს უნდა დასრულდეს
თბილისის მოსწავლე-ახალგზარდობის ეროვნული სასახლის სარესტავრაციო-სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომლის ბიუჯეტი 33 700 000 ლარია, 2023 წელს დასრულდება.
ამის შესახებ 12 აგვისტოს თბილისის მერიის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.
მათივე ინფორმაციით შენობის სახურავისა და პარაპეტის სარეაბილიტაციო სამუშაოები, ინტერიერში დეკორატიული ოთახების რესტავრაცია, შიდა კომუნიკაციების მოწესრიგება, კარ-ფანჯრებისა და შენობის ფასადის სარესტავრაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
პროექტის ფარგლებში, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის სრული სარესტავრაციო-სარეაბილიტაციო სამუშაოებია დაგეგმილი, რომელიც მოიცავს: საინჟინრო ქსელების მოწესრიგებას; ბაღისა და 9 აპრილის ქუჩის მხარეს მდებარე მაღალი საყრდენი კედლის გამაგრებასა და საძირკვლის გაძლიერების სამუშაოებს; ინტერიერში ოთახების სარესტავრაციო-სარემონტო სამუშაოებს; მხატვრულ-დეკორატიული დარბაზების საკონსერვაციო-სარესტავრაციო სამუშაოებს; კარ-ფანჯრების განახლებას; დაზიანებული დეკორატიული ბალუსტრადის რესტავრაციასა და მის გადაწყობა-აღდგენას; სარესტავრაციო-სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელებას შენობაზე, ეზოსა და სასახლის ისტორიულ ღობეებზე.
მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე, დაახლოებით, 80-წლიანი ისტორიის მქონე კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრია, სადაც დღეისთვის, 4 500-მდე მოსწავლეა რეგისტრირებული. შენობაში არქიტექტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით, საინტერესო სივრცეებია – ე.წ. სარკეებიანი, მარმარილოსა და თეთრი დარბაზები.
წყარო: 1tv
-
თბილისის ბაღების 60 000-მდე აღსაზრდელს საახალწლო ღონისძიებებზე ტკბილეულისა და სასაჩუქრე ნაკრები გადაეცემა
by სკოლამდელი განათლება
-
პრემიერ-მინისტრმა Skillwill-ის პროფესიული კოლეჯი გახსნა
by მასმედია
-
პოლიციის აკადემია უნივერსიტეტი გახდება და ჩარიცხვა ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე განხორციელდება
by მასმედია