GE

„მოსწავლეებისთვის მეხუთე კლასიდან უნდა იყოს აუცილებელი პირბადის ხმარება“

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელ ამირან გამყრელიძეს აქვს ინიციატივა, რომ სასწავლო დაწესებულებების მასიური გახსნის შემდეგ, მოსწავლეებს მე-4 კლასის ზემოთ, პირბადის ტარების ვალდებულება ჰქონდეთ, დაბალ კლასებში კი ეს რეკომენდაცია სურვილის მიხედვით გაითვალისწინონ. ის ასევე საუბრობს საზოგადოებრივ ტრანსპორტში პირბადის ტარების მკაცრ გაკონტროლებაზე.

,

„პირბადის გარეშე არავინ უნდა დაუშვან არც ავტობუსში, არც მიკროავტობუსში და არც მეტროში. მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ დისტანცია დავიცვათ. ავტობუსები თუ მეტროს ვაგონები გადაჭედილი არ უნდა იყოს. დაავადებათა კონტროლის ცენტრში დღეს შიდა კონსულტაციები გვქონდა, ასევე ვესაუბრე განათლების სამინისტროს ხელმძღვანელობას და ჩემი რეკომენდაციაა, რომ მოსწავლეებისთვის მეხუთე კლასიდან ანუ მეოთხე კლასის შემდეგ უნდა იყოს აუცილებელი პირბადის ხმარება. ხოლო მეხუთე კლასამდე- რეკომენდირებული და მშობელს ეს უნდა აუხსნა“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა „დღის თემაში“ საუბრისას.

ამ ეტაპზე, ქვეყანაში მოქმედი რეგულაციებით, სკოლაში პირბადის გამოყენების ვალდებულება აქვთ  პედაგოგებს და სკოლის დანარჩენ პერსონალს. რაც შეეხება მოსწავლეებს, ისინი ამ ვალდებულებისგან ჯერ-ჯერობით თავისუფლები არიან.

ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ბოლო სამ კვირაში კორონავირუსზე გატესტილია 10 000 სკოლის პადაგოგი და ინფიცირების მაჩვენებელი 0,3%-ია.

თუ თქვენს შვილს სკოლაში ტემპერატურა დაუფიქსირდა – დირექციის ვალდებულებები დეტალურად

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური