GE

თუ თქვენს შვილს სკოლაში ტემპერატურა დაუფიქსირდა – დირექციის ვალდებულებები დეტალურად

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 15 თებერვლიდან სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში გაგრძელდება მთელი საქართველოს მასშტაბით იმ გამონაკლისების გარდა, როდესაც შეზღუდვები წერტილოვნად, სკოლების ან კლასების მიხედვით წესდება ან უკვე დაწესებულია.

15 თებერვლიდან სკოლებს დაუბრუნდებიან სამი დიდი ქალაქის – თბილისი, რუსთავი და იმერეთის მოსწავლეებიც.

იმის გათვალისწინებით, რომ როგორც ირკვევა, მშობელთა დიდი ნაწილი არ არის დარწმუნებული გაუშვას თუ არა შვილი სკოლაში და აქვთ არაერთი კითხვა, EDU.ARIS.GE შეეცდება მათთვის საინტერესო საკითხებზე დამატებით გამოაქვეყნოს სხვადასხვა ინფორმაციები.

ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციასთან (COVID-19) დაკავშირებით ეხება სხვადასხვა რგოლსა დასაკითხს. მათ მიერ დეტალურადაა აღწერილი თუ როგორ უნდა იყოს უზრუნველყოფილი სკოლაში უსაფრთხოების წესები. მათ შორის საუბარია სკოლის ვალდებულებაზე იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლეს ან თანამშრომელს ტემპერატურა და რესპირატორული ინფექციის ნიშნები აღმოაჩნდება.

თერმოსკრინინგით 37-ზე მეტი ტემპერატურის დაფიქსირების შემთხვევაში მოსწავლე გადამოწმდება ვერცხლისწყლის თერმომეტრით, თუ ისევ ტემპერატურა დაფიქსირდება, მას გადაიყვანენ საიზოლაციო ოთახში და დაუკავშირდებიან მოსწავლის კანონიერ წარმომადგენელს. მშობლის გამოუცხადებლობის შემთხვევაში სკოლა უკავშირდება 112-ს.

„სკოლის შენობის პერიმეტრი (ასეთის არსებობის შემთხვევაში, შესასვლელი/ეზო/გარე ტერიტორია) გამოიყენეთ თერმოსკრინინგის ჩასატარებლად;

პირი, რომელიც ატარებს თერმოსკრინინგს, ვალდებულია ეკეთოს პირბადე და იცავდეს 1-მეტრიან დისტანციას;

თერმოსკრინინგისას ცხელების – 37°С ან 37°С -ზე მეტი ტემპერატურის დაფიქსირების შემთხვევაში, პირი ექვემდებარება ტემპერატურის გადამოწმებას ვერცხლისწყლის თერმომეტრით 15-წუთიან შუალედში, მოსაცდელ სივრცეში;

ვერცხლისწყლის თერმომეტრი სავალდებულოა დამუშავდეს სადეზინფექციო ხსნარით ყოველი გამოყენების შემდეგ;

სიცხის გადამოწმების შემდეგ 37°С ან 37°С -ზე მეტი ტემპერატურის დადასტურების შემთხვევაში:

  • ნებისმიერი პირი არ დაიშვება სკოლაში და ეძლევა რეკომენდაცია მიმართოს ოჯახის/სოფლის ექიმს/112-ს შესაბამისი სამედიცინო სერვისის მისაღებად;
  • მოსწავლეს მოარგეთ პირბადე და განათავსეთ წინასწარ მომზადებულ საიზოლაციო ოთახში, დაუყოვნებლივ დაუკავშირდით მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს, რომელიც ვალდებულია მოსწავლის სკოლიდან დროულად გაყვანაზე;
  • მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის გონივრულ ვადაში სკოლაში გამოუცხადებლობის შემთხვევაში, სკოლა ვალდებულია დაუკავშიდეს 112-ს შესაბამისი სამედიცინო სერვისის მისაღებად, გადამისამართების მიზნით;
  • საიზოლაციო ოთახში მყოფ ყველა პირს (მათ შორის, მოსწავლეს) უნდა ეკეთოს პირბადე, დაცული უნდა იყოს 1 მეტრიანი დისტანცია და მოსწავლეები არ უნდა რჩებოდნენ მეთვალყურეობის გარეშე;
  • დაფიქსირებული ცხელების შემთხვევები უნდა აღირიცხოს შესაბამის ფორმაში (დანართი N37.1).
  • დღის განმავლობაში დაწესებულებაში მყოფი ნებისმიერი პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში, გადაამოწმეთ ტემპერატურა და იმოქმედეთ შესაბამისად;
  • დაუშვებელია რესპირატორული ინფექციისთვის დამახასიათებელი სიმპტომების მქონე (ხველა, ცემინება, სურდო, სუნთქვის გაძნელება, საერთო სისუსტე და ა.შ.) პირების (მასწავლებლების, თანამშრომლების და მოსწავლეების) დაშვება დაწესებულების შენობაში;
  • რესპირატორული სიმპტომების (ხველა, ცემინება, სურდო, სუნთქვის გაძნელება, საერთო სისუსტე და ა.შ.), ან ცხელების სასწავლო პროცესის დროს გამოვლენის შემთხვევაში, მოსწავლე (პირბადით) დროებით გადაყვანილი უნდა იყოს საიზოლაციო ოთახში კანონიერი წარმომადგენლის მოკითხვამდე; მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის გონივრულ ვადაში გამოუცხადებლობის შემთხვევაში, დაწესებულება ვალდებულია დაუკავშირდეს 112-ს შესაბამისი სამედიცინო სერვისის მისაღებად გადამისამართების მიზნით;
  • სკოლაში მოსწავლის, მასწავლებლის, თანამშრომლის გამოუცხადებლობის შემთხვევაში ადმინისტრაცია/კლასის დამრიგებელი ვალდებულია, დაადგინოს და წერილობით დააფიქსიროს გაცდენის მიზეზი;
  • სკოლაში ცხელების, რესპირატორული სიმპტომების დაფიქსირების ყველა შემთხვევის შემდგომ მოსწავლეების, მასწავლებლებისა და თანამშრომლების სასწავლო დაწესებულებაში დაშვება ხდება ექიმის მიერ გაცემული ცნობის საფუძველზე (COVID-19 -ით ინფიცირების არ არსებობის შემთხვევაში);
  • მოსწავლის/თანამშრომლის COVID-19-ით ინფიცირების დადასტურების შემთხვევაში, უნდა მოხდეს თანამშრომლობა საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურებთან ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებების გატარების, მათ შორის კონტაქტების მოძიებისა და იზოლაციის ღონისძიებების გატარების მიზნით და დისტანციურ სწავლებაზე გადასვლის შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად;
  • სკოლაში მოსწავლის/მასწავლებლის/თანამშრომლის COVID-19-ით დაინფიცირების შემთხვევაში, ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებების გატარება უზრუნველყავით დანართი 37.4-ის შესაბამისად“, – ვკითხულობთ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებულ სარეკომენდაციო დოკუმენტში.
დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური