მოსწავლეებისთვის „პირველადი სამედიცინო დახმარების“ ტრენინგი გაიმართა
1 თებერვალს ინტერნაციონალურ მაარიფის სკოლაში (ინტერნაციონალური მაარიფის სკოლები საქართველოში) მოსწავლეებისთვის „პირველადი სამედიცინო დახმარების“ ტრენინგი გაიმართა, რომელსაც კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის კლინიკური უნარ-ჩვევების ცენტრის ხელმძღვანელი, ეკატერინე ყიფიანი უძღვებოდა.
ტრენინგს მე-10, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეები ესწრებოდნენ, რომლებიც სხვადასხვა კრიტიკული მდგომარეობის დროს გადაუდებელი სამედიცინო დახმარების პრაქტიკულ მაგალითებს გაეცნენ.
მოსწავლეებმა ასევე მიიღეს ინფორმაცია კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ.
აღსანიშნავია, რომ ტრენინგმა მოსწავლეებში განსაკუთრებული მოწონება და მაღალი ჩართულობა დაიმსახურა (პროექტის ხელმძღვანელი – ბიოლოგიის პედაგოგი, ხათუნა შალიკაშვილი).
-
„საჯარო გამოსვლის ხელოვნება“ – CIU-ს სტომატოლოგიის საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში, საჯარო ლექცია გაიმართა
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
-
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში „თეთრი ხალათების“ ცერემონია გაიმართა
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
-
„მწვანე ფინანსების გავლენა განვითარებადი ქვეყნების მდგრად ეკონომიკურ განვითარებაზე“ – CIU-ში პანელური დისკუსია გაიმართება
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი