GE

მოსწავლეთა არ არსებობის მიზეზით გორის მუნიციპალიტეტის სოფელში დაწყებითი სკოლა დაიხურა

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბობნევში დაწყებითი სკოლა დაიხურა, – ამის შესახებ ინფორმაციას შიდა ქართლის ადგილობრილი მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, მეორე წელია რაც სკოლაში სასწავლო პროცესი აღარ მიმდინარეობს.

რესურსცენტრის ხელმძღვანელის, ნანა ტერმაკოზაშვილის ცნობით, დაწყებით სკოლას, 2018-2022 წწ-ში, პირველ კლასში შემომსვლელი მოსწავლე აღარ ჰყავდა.

2021-2022 წლებში, მესამე კლასში 3 ბავშვი ირიცხებოდა. მათ მეოთხე კლასიდან ბოშურის სკოლაში დაიწყეს სიარული, შესაბამისად ბობნევის სკოლაც დაიხურა.

რესურცენტრის ხელმძღვანელის განმარტებით, 2023 წელს  სკოლაში რეგისტრიებული იყო ერთადერთი პირველკლასელი, რომელიც მშობლის მოთხოვნით ახლა ბოშურის სკოლაში სწავლობს.

წყარო: ქართლი.ჯი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური