მოვლენები და ფაქტები მიხეილ ჩხენკელის 8-თვიანი განათლების მინისტრობიდან – მოკლე ქრონოლოგიური მიმოხილვა
მრავალდღიანი მოლოდინის შემდეგ დღეს განათლების მინისტრად მეორედ დაინიშნა მიხეილ ჩხენკელი. ჩხენკელი მინისტრის თანამდებობას ბოლო მინისტრ მიხეილ ბატიაშვილამდე იკავებდა და თანამდებობა რეკორდულად მოკლე დროით, 8 თვით შეინარჩუნა. საზოგადოების ნაწილს მისი მინისტრობა ბუნდოვნად ახსოვს და სწორედ ამიტომ გთავაზობთ მოვლენათა სრულ ქრონოლოგიას, რომელიც ჩხენკელის 8-თვიან მინისტრობას ასახავს და EDU.ARIS.GE-ზე გაშუქდა.
განათლების სამინისტროს შეუერთდა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ახალგაზრდობის საქმეთა მართვის კომპონენტი.
ცვლილება უმაღლესი განათლების შესახებ კანონში, 300–კრედიტიანი პროგრამა ამოქმედდება.
სისხლიანი გარჩევა 51-ე საჯარო სკოლაში, რა დროსაც 2 მოსწავლე გარდაიცვალა.
შეიქმნა უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფი შსს-სა და განათლების სამინისტროს მონაწილეობით და დაიწყო მუშაობა მანდატურის სამსახურის დახვეწაზე.
საპატრულო პოლიცია ჩაერთო სკოლების მონიტორინგში. (მოვლენა დროებითი იყო)
პრემიერ კვირიკაშვილის დავალებით დაიწყო აქტივობა „მოვუსმინოთ მოსწავლეებს“.
ცვლილება ზოგადი განათლების შესახებ კანონში – კულტურისა და სპორტის სამინისტროს ჩართულობის შესახებ.
გაიზარდა წამყვან და მენტორ მასწავლებელთა დანამატების ოდენობა, თუმცა ცვლილება შეეხო 225 მასწავლებელს.
გაცხადდა უმაღლესი სასწავლებლების არაგეგმიური შემოწმების იდეა.
დაიწყო საუბარი უმაღლეს სასწავლებლებში გადასახადის ფაკულტეტების მიხედვით დაწესების შესახებ.
თბილისის ზოგიერთი სკოლის საპირფარეშოებში სათვალთვალო კამერები დაამონტაჟეს.
სკოლის დირექტორობის მსურველთათვის ქართული ენის ცოდნა სავალდებულო გახდა.
სკოლებში სამხედრო პირების მიერ ლექციების ჩატარება განისაზღვრა.
გამოქვეყნდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების ერთიანი სტრატეგია 2017–2021 წლებისთვის.
ჩხენკელმა დაიწყო პროექტი “ევრიკა”, რომელიც გულისხმობდა უნივერსიტეტების ჩართულობას სკოლების საგანმანათლებლო პროცესში. (შედეგები უცნობია)
ისაუბრა პედაგოგების ანაზღაურების სისტემის ცვლილებაზე (არ განხორციელებულა)
2018 წლის მთავარ სიახლედ დაასახელა პროექტი დასაქმების სამკუთხედი, რომელსაც განათლებისა და ჯანდაცვის სამინისტროები ერთობლივად განახორციელებდნენ. ამბობდა, რომ ეს არის სპეციალური პროექტი, რომლის ფარგლებშიც შეიქმნება ერთიანი ბაზა, სადაც დამსაქმებლების, სამუშაოს მაძიებლებისა და პროფესიული სასწავლებლების მონაცემები გაერთიანდება. (შედეგი უცნობია)
თქვა, რომ სკოლებში რელიგიის ისტორიის სწავლა დაიწყება, მაგრამ არჩევითად. (შედეგი არ დამდგარა).
საბაზო საფეხურის ეროვნული სასწავლო გეგმა დამტკიცდა (მუშაობა ჯეჯელავას მინისტრობისას დაიწყო).
საგანმანათლებლო რესურსცენტრებში ახალი ხელმძღვანელები დაინიშნენ.
მანდატურის ფუნქციები და ამ თანამდებობაზე მისაღები კადრის ფუნქციები განისაზღვრა.
სპორტის გაკვეთილებს ისევ ფიზიკური აღზრდა დაერქვა.
უსაფრთხო სკოლის სამწლიან სტრატეგიაზე მუშაობის დაწყება დაანონსდა.
სტუდენტების აქცია თსუ-ის 100 წლის იუბილეზე ვერდასწრების მიზეზით.
დაიწყო საუბარი სკოლაში მოწვეული პედაგოგის სტატუსის შემოღებაზე.
სკოლაში ორი უცხო ენის სწავლება მოსწავლეებისთვის ისევ სავალდებულო გახდა.
სკოლის საატესტატო გამოცდები ქულის დაწერის გარეშე ჩატარდა.
მინისტრმა თქვა, რომ უნდა მოიმატოს სკოლის ადმინისტრაციისა და ტექპერსონალის ხელფასებმა (არ განხორციელებულა).
ცვლილებები შევიდა სქემით განსაზღვრულ მასწავლებელთა გარე დაკვირვებაში.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ქართული პროფესიების საერთაშორისო სტანდარტებთან ჰარმონიზაციისა და საერთაშორისო დონეზე აღიარების მიზნით მუშაობა დაიწყო.
დაანონსდა გარკვეულ პროფესიებზე სწავლების ხანგრძლივობის შემცირება მაგისტრატურასა და ბაკალავრიატში. (ჯერაც არ განხორციელებულა)
სკოლების ინფრასტრუქტურა და ბიუჯეტი სამინისტრომ სამართავად თვითმმართველობებს გადასცა.
სკოლებს ინკლუზიური განათლების უზრუნველსაყოფად ახალი ვალდებულებები დაეკისრათ.
„პიზას“ კვლევამ აჩვენა, რომ ქართველ მოსწავლეთა მაჩვენებლები შედარებით უკეთესია.
გაუქმდა დაწყებითი განათლების საბაკალავრო პროგრამა და ის შეცვალა 300-კრედიტიანმა პროგრამამ.
სკოლის მოსწავლეებს გაკვეთილები დაემატათ.
ჩხენკელის ბრძანებით, ცვლილება შეეხო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის სტანდარტებთან შესაბამისობის შეფასებას.
სკოლებში საპირფარეშოების მოწესრიგების პრობლემა ისევ გადაუჭრელია.
მანდატურის ინსტიტუტის შესახებ მომზადებული ცვლილებები დამტკიცდა.
მინისტრმა ჯეჯელავას დაწყებულ პროექტს „თავისუფალი გაკვეთილები“ სახელი შეუცვალა.
ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები აბიტურიენტებისთვის ზოგადი უნარების გამოცდა მოიხსნა.
გავრცელდა სკოლის მოსწავლე მოზარდების ძალადობრივი ვიდეო.
დაანონსდა უფასო ფაკულტეტების არსებული მოდელის გაუქმება (დღემდე არ განხორციელებულა).
მთავრობამ დაიწყო საუბარი პროფესიული განათლების ახალი სისტემის შექმნის შესახებ.
წიგნიერების დონე საქართველოს სკოლის მოსწავლეებში საგანგაშოდ აღიარეს.
გრიფი მიენიჭა I-VI კლასების სახელმძღვანელოებს.
უმაღლესი სასწავლებლების დაფინანსების ცვლილების შესახებ გაცხადდა. (დღემდე არ განხორციელებულა).
სპეციალური მასწავლებლისთვის მასწავლებლის სტატუსის მინიჭებაზე მთავრობამ მუშაობა დაიწყო.
ახალმა პრემიერმა მამუკა ბახტაძემ განათლების სფეროში ფუნდამენტური ცვლილებები დააანონსა.
სკოლებს ექსკურსიებთან დაკავშირებით ახალი ვალდებულებები დაეკისრათ.
კულტურისა და განათლების სამინისტროები გაერთიანდა.
40 გრადუსიანი სიცხის გამო ეროვნული გამოცდების განრიგი სრულად შეიცვალა.
პრემიერის დავალებით დაიწყო საგამოცდო ცენტრების კონდიცირების სისტემებით აღჭურვა.
აბიტურიენტების გულშემატკივრებს საგამოცდო ცენტრებთან სკამები დაუდგეს.
2018 წლის 12 ივლისს მიხეილ ჩხენკელი განათლების მინისტრის თანამდებობაზე მიხეილ ბატიაშვილმა ჩაანაცვლა.
რა გაკეთდა და რა არა, რა უკავშირდება პირადად მიხეილ ჩხენკელს მისი მინისტრობის დროს და იყო თუ არა ის წარმატებული მინისტრი, ამას მკითხველი შეაფასებს.
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრად ისევ მიხეილ ჩხენკელი დაინიშნა
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება
- 500, 400 და 300 ლარი – ცნობილია წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სტუდენტთა სოციალური დახმარების ოდენობები ერედვის 2025 წლის ბიუჯეტში by ARIS.GE-განათლება