მსოფლიოს ტოპ-20 რესურსი უფასო ონლაინ-სწავლებისათვის
თანამედროვე ცხოვრებაში ინტერნეტი ხდება განათლების მიღების მნიშნვლეოვანი ინსტრუმენტი. სახლიდან გაუსვლელად და სრულიად უფასოდ შესაძლებელია გახდეთ პრესტიჟული უცხოური უნივერსიტეტის სტუდენტი.
ამისთვის კი საჭიროა მხოლოდ ინტერნეტი, ინგლისური ენის ცოდნა საშუალო დონეზე და რაღა თქმა უნდა სურვილი. განათლების მიღების ეს გზა დაგეხმარებათ დაზოგოთ დრო, ფული, დახვეწოთ ინგლისური და მიიღოთ ცოდნა სასურველი მიმართულებით. ქვემოთ გთავაზობთ საიტებს, რომლებიც საშუალებას მოგცემთ უფასოდ, ოლაინ რეჟიმში მოისმინოთ და ნახოთ ლექციები სხვადასხვა სპეციალობების მიხედვით.
ეს რესურსი გთავაზობთ სხვადასხვა უფასო კურსებს ფსიქოლოგიაში, ბიოლოგიაში, პოლიტოლოგიაში, მათემატიკასა და სხვა სპეციალობებში. ყოველ ნაწილს აქვს ცალკე გვერდი კლასების ჩამონათვალით. ასევე სტუდენტი იღებს პროგრამას, დავალებას და რეკომენდირებულ ლიტერატურას. ამ რესურსის მინუსია ის, რომ არ ახლავს სლაიდი, ვიდეო-კურსები და ლექციების კონსპექტები, რასაც სხვა რესურსები გვთავაზობენ.
მოცემული საიტი წარმოადგენს მონაცემთა ბაზას, რომელშიც კლასები მოცემულია თემების მიხედვით. ყოველი კლასისთვის არის ბექ-პანელი, სადაც განთავსებულია ინფორმაცია სკოლებზე, რომლებიც გვთავაზობენ ჩვენთვის საინტერესო კურსებს, რამდენმა სტუდენტმა აირჩია ესა თუ ის სკოლა და ა.შ. საიტის მინუსია ის, რომ მასალები წარმოდგენლია მხოლოდ ონლაინ-ლექციის ფორმატში, არ არსებობს სხვა სასწავლო მასალა.
ეს არის საიტი, სადაც წამოდგენილია ნიუ-იორკის უნივერსიტეტის მათემატიკის კურსების თეზისები. მასალა ხელმისაწვდომია PDF ფორმატში. მინუსი: საიტის დიზანი მოუხერხებელია სწავლისათვის.
ამ საიტს აქვს უფასო ვიდეო-გაკვეთილების ბაზა. ყველა დისციპლინა დაყოფილია ცალკეულ გაკვეთილებად და შესაძლებელია ყველა ვიდეოს დამოუკიდებლად ნახვა, მიუხედავად იმისა, თუ რომელ კურსს ვირჩევთ. მაგალითად, ბიოლოგიის ნაწილში არის ვიდეო ევოლუციასთან, ფოტოსინთეზთან, გენეტიკასთან და სხვა საკითხებთან დაკავშირებით. თუ თქვენ ვიდეო კითხვას ანიჭებთ უპირატესობას, ეს საიტი თქვენთვის ზედგამოჭრილია, რადგან ყველა გაკვეთილი ვიდეოს ეფუძნება.
ამ სასწავლებელში რომ მოხვდნენ, ადამიანები მთელი მსოფლიოდან ხარჯავენ უდიდეს თანხებს და ენერგიას. ამ საიტის დახმარებით, თქვენ შეგიძლიათ ჩამოქაჩოთ საკურსო მასალები უფასოდ. მოცემული რესურსი შესაფერისია მათთვის, ვისაც სურს საკუთარი შესაძლებლობები მოსინჯოს ტექნიკურ და გამოყენებით მეცნიერებებში, ასევე დაკავდეს ინტენსიური თვითსწავლებით.
იელის უნივერსიტეტი გთავაზობთ უფასო ონლაინ-რესურსს, რომელზეც საკმაოდ იოლია ორიენტაცია. აქ ხელმისაწვდომია მასალები სხვადასხვა საგნებში, შეგიძლიათ მათი ჩამოქაჩვა ან ონლაინ რეჟიმში ნახვა. ყოველ ლექციას აქვს ვიდეო, გაფართოება და PDF-სლაიდები, რომლებიც გამოყენებული იყო უნივერსიტეტის სალექციო კურსზე. იმისათვის, რომ წარმოდგენილი მასალებით სრულად ისარგებლოთ რეგისტრაცია საჭირო არ არის.
მოცემულ საიტზე ორიენტაციის გაკეთება ცოტა რთულია, იმდენად, რამდენადაც აქ არ არის ღია კურსები, როგორც სხვა საიტებზე. ამ საიტის დადებითი მხარეა ის, რომ მსურველს შეუძლია ნახოს მისთვის საინტერესო კურსი სოციალურ ქსელში და გაიცნოს სტუდენტები, რომლებიც ამ კურსზე სწავლობენ.
Learning Space: The Open University
აქ შეგიძლიათ სხვადასხვა კატეგორიებში მოცემული მასალები ჩამოქაჩოთ. ყველა მათგანი დაყოფილია ასაკობრივი და თემატური ჯგუფების მიხედვით. როდესაც თქვენ სალექციო მასალებს ნახულობთ, პარალელურად შეგიძლიათ გაიგოთ მათი რეიტინგი. მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ შეაფასონ თითოეული კურსი, ამიტომ თქვენ გაგიადვილდებათ არჩევანის გაკეთება იმ მხრივ თუ რა შეისწავლოთ.
University of California Irvine Courseware
კალიფორნიის უნივერსიტეტი გთავაზობთ ონლაინ კურსებს სხვადასხვა საგნებში. სხვა კურსებისგან განსხვავებით, საიტზე წარმოდგენილია ბმულები აკადემიური კრედიტის მიღებისთვის, ზოგიერთ შეთავაზებულ კურსთან დაკავშირებით. როცა თქვენ ბმულზე გადადიხართ, მთელი ინფორმაცია კურსის შესახებ იტვირთება Word-ის ფორმატში.
Carnegie Mellon Open Learning Initiative
საიტი საკმაოდ მოსახერხებელია, იმდენად, რამდენადაც არის მარტივი განმარტებები, როგორ იმუშაოთ მასზე, როგორ მოიძიოთ საჭირო ინფორმაცია და ა.შ. მინუსი: იმისათვის, რომ მიიღოთ ყველა მასლის გამოყენების უფლება, უნდა შექმნათ პირადი ანგარიში.
ამ რესურსზე რეგისტრაცია საჭირო არ არის. ყველა ლექცია სლაიდის ფორმატში შეგიძლიათ ნახოთ. მინუსი: სლაიდებს არ ახლავს არანაირი განმარტებები.
Stanford iTunes U
Stanford on iTunes U – იძლევა სტენფორდის უნივერსიტეტის ლექციების შესწავლის ორ ვარიანტს. შესაძლებელია ვიდეო-ლექციების გამოწერა, ან ჩამოქაჩვა. მაგრამ სწავლისათვის დაგჭრიდებათ შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფა და ჩათვლების წარმოება.
ამ საიტზე სასწავლო კურსებზე წვდომა ადვილია და სწრაფი ნახვაც შესაძლებელია. ყოველი ლექცია MP3-ფორმატის ფაილებით არის მოცემული და ახლავს HTML დოკუმენტი.
Kutztown On-Demand Online Learning
მოცემული პროგრამა ორიენტირებულია ძირითადად ბიზნესზე. მანამ, სანამ წვდომის საშუალება გექნებათ კურსზე, აუცილებელია გაიაროთ და დაიმახსოვროთ მასალის მოკლე მიმოხილვა. ყველა ლექცია კარგად შედგენილია, ახლავს ვიდეოკლიპები თითოეული თემის მიხედვით. თქვენ შეგიძლიათ სწავლა შეაჩეროთ დროებით და შემდეგ ისევ განაგრძოთ, როცა შეძლებთ. მასალებიც გაყოფილია რამოდენიმე ნაწილად. მინუსი: არ არის მასალები მიღებული ცოდნის ტესტირებისათვის.
ეს რესურსი გთავაზობთ 10 სხვადასხვა კურსს, ძირითადად ეს ტექნოლოგიებია. ყველა მოდული წარმოდგენილია ონლაინში ლექციის ტექსტით და სატესტო დავალებით. მინუსი: არ აქვს ფუნქცია, რითაც შესაძლებელია იმ სტუდენტების ნახვა, რომლებიც ამ კურსებზე სწავლობენ.
ეს ვებ-გვერდი გთავაზობთ კურსების ფართო სპექტრს სხვადასხვა უნივერსიტეტიდან. საიტი სხვა რესურსებისაგან განსხვავდება იმით, რომ აქვს მასალის გამოყენების განსაზღვრული დრო. აქ თქვენ შეგიძლიათ დარეგისტრირდეთ ჰარვარდის, მსაჩუსეტის ტექნიკური უნივერსიტეტის, ბერკლის და სხვა უნივერსიტეტების კურსებზე. კლასები ფასიანი ონლაინ-კურსების ტიპისაა.
ეს არის საუნივერსიტეტო, უფასო ონლაინ-კურსების ერთ-ერთი უდიდესი მონაცემთა ბაზა. ისევე როგორც EdX-ი, ეს კურსებიც დროის განსაზღვრულ მონაკვეთზეა მოცემული (ჩვეულებრივ, ხანგრძლივობა 10-14 კვირაა). თქვენ შეგიძლიათ წვდომა გქონდეთ 16 სხვადასხვა უნივერსიტეტის კლასებზე, რომლებშიც შედის პრისტონის, სტენფორდის და კალიფორნიის ტექნიკური ინსტიტუტიც. საიტის მომხმარებელთა რაოდენობა 1 მილიონია. Coursera-ს უპირატესობაა ონლაინ-სწავლებისას ცენტრალური რესურსის გამოყენების საშუალება.
Udemy წარმოადგენს ინტერნეტ-ინსტიტუტს, რომელიც გთავაზობთ მსოფლიოს წამყვანი სპეციალისტების კურსებს. თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ მაგალითად, Facebook -ში პროდუქტის განვითარებისთვის საჭირო ლექციები, SQL- მონაცემთა ბაზები, Photoshop-ი, მუსიკის თეორიები, ბიზნეს სფერო და მრავალი სხვა.
Connections Academy – ეს არის უფასო ონლაინ-პროგრამა მათთვის, ვინც სახლიდან გაუსვლელად აპირებს სწავლას. ყოველ გაკვეთილს აქვს მიმოხილვა, შემოწმებისა და შეფასების ფუნქცია. არის ინსტრუმენტები, სახელმძღვანელოები და სხვა რესურსები, იმისათვის, რომ მოხდეს სტუდენტების მიერ მიღებული განათლების მხარდაჭერა.
OpenCulture-მა შეადგინა სხვადასხვა უნივერსიტეტის ონლაინ-კურსების ჩამონათვალი, სადაც აღნიშნულია, როგორი ფორმით მიმდინარეობს ლექციები: : iTunes, Web video, YouTube თუ სხვა. ასევე აქ შესაძლებელია მოიძიოთ უფასო აუდიოწიგნები, უფასო სახელმძღვანელოები და ენის გაკვეთილები. ეს საიტი არ გთავაზობთ საკუთარ სასწავლო გეგმას, ის კრებს რესურსებს მსუბუქი ნავიგაციისთვის.
წყარო: http://ubr.ua