მთის ფაკულტეტზე სტუდენტების მიღება 2020 წლიდან უნდა დაიწყოს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმაციით, მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტზე სტუდენტთა პირველი ნაკადს 2020 წლის სექტემბრისთვის მიიღებენ.
როგორც უნივერსიტეტში აცხადებენ, ფაკულტეტზე ოთხი ძირითადი მიმართულება (პროგრამა) იქნება: მთის სოფლის მდგრადი განვითარება; მთის ბიოორგანული ფერმერული სისტემები; მთის მდგრადი ტურიზმი და მასპინძლობის მენეჯმენტი; მთის ბუნებრივი საფრთხეები.
საზღვარგარეთის წამყვანი უნივერსიტეტების გამოცდილების გაზიარების საფუძველზე, ტექნიკურ უნივერსიტეტში უკვე არსებობს ბაკალავრიატისთვის აპრობირებული პროგრამების პროექტები, რაც ახალი ფაკულტეტის სასწავლო პროგრამებს დაედება საფუძვლად.
ახალი ფაკულტეტის საბაკალავრო პროგრამებზე სწავლება ქართულენოვანი იქნება. ტექნიკურ უნივერსიტეტში ამბობენ, რომ უკვე მიღწეულია შეთანხმება ჟენევის, შოტლანდიისა და ბოკუს (ვენა) უნივერსიტეტებთან და აკრედიტაციის გავლის შემდეგ, ერთობლივი სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების შემუშავებას დაიწყებენ. ამავე უნივერსიტეტებთან შეთანხმების საფუძველზე მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის წარმატებული სტუდენტებისთვის ორმაგი დიპლომები უნდა გაიცეს.
ტექნიკურ უნივერსიტეტში მთის ფაკულტეტის შექმნის შესახებ გადაწყვეტილება, ყოფილმა პრემიერმა მამუკა ბახტაძემ მიიღო. 2019 წლის აპრილში, მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდისთვის გათვალისწინებული ასიგნებებიდან თანხის გამოყოფის შესახებ, მთავრობამ განკარგულება გამოსცა, სადაც ერთ-ერთი მუხლი ტექნიკურ უნივერსიტეტში მთის ფაკულტეტის შექმნას და დაფინანსებას ეხებოდა.
დოკუმენტის თანახმად, ფინანსთა სამინისტრომ, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს 150 000 ლარი უნდა გამოუყოს, რომელიც ტექნიკურ უნივერსიტეტს გადაეცემა, რითაც უნივერსიტეტში მთის ფაკულტეტი და შესაბამისი სასწავლო პროგრამა უნდა მომზადდეს.
-
პრემიერ-მინისტრის 3 განცხადება სხვადასხვა შინაარსით – შემცირდება, იგივე დარჩება თუ გაიზრდება სტუდენტთა საერთო რაოდენობა?
by ARIS.GE-განათლება
-
2026 წლიდან სკოლის ადმინისტრაციულ პერსონალს, ექიმებსა და მანდატურებს ხელფასი 20%-ით გაეზრდებათ – ფინანსთა მინისტრი
by ARIS.GE-განათლება
-
სია გაიზარდა – განათლების სფეროს ამ წარმომადგენლებს შეუძლიათ შეითავსონ ანაზღაურებადი სამუშაო საჯარო სამსახურში
by ARIS.GE-განათლება