GE

მყარი გამონათქვამები ქართულში – ვწეროთ და ვიმეტყველოთ გამართულად

ავტოტო – ლელა ტეფნაძე

სტილისტურ შეცდომათა ერთ ჯგუფს ქმნის მყარ გამონათქვამთა აღრევა, შერევა. უნდა ვიცოდეთ და დავიმახსოვროთ შემდეგი წყვილები:

ბოდიში მოუხადა – მადლობა გადაუხადა

(შეცდომაა: მადლობა მოუხადა და პირიქით, ბოდიში გადაუხადა);

ღვაწლი დასდო – წვლილი შეიტანა

(შეცდომაა: ღვაწლი შეიტანა)

პასუხისმგებლობას იხსნის– ვალდებულებას იხდის

(შეცდომაა: ვალდებულება მოიხსნა, პასუხისმგებლობა მოიხადა);

საქმე გვაქვს – ადგილი აქვს

(შეცდომაა: ადგილი გვაქვს)

ღირსების გრძნობა – მუნდირის ღირსება

(შეცდომაა: ღირსების მუნდირი)

არ ეპუება – ვერ ეგუება

(შეცდომაა: ვერ ეპუება)

მოუთმენლად – სულმოუთქმელად

(შეცდომაა: სულმოუთმენლად)

ხელდასხმა – ხელის დასმა

(შეცდომაა: ხელდასმით)

მოთმინების ძაფი – …ჯაჭვი

(შეცდომაა: მოთმინების ჯაჭვი);

სულს ღაფავს – სულს ძლივს ითქვამს

(შეცდომაა: სულს ძლივს ღაფავს);

ძილი ნებისა – ღამე მშვიდობისა

(შეცდომაა: ღამე ნებისა)

დანასისხლად გადაკიდება – მამასიხსხლად გაყიდვა

(შეცდომაა: დანასისხლად იყიდება)

კალკი – ვწეროთ და ვიმეტყველოთ გამართულად

გრამატიკული ცნობარის გაკვეთილები

edu.aris.ge საგანმანათლებლო ინტერნეტ-პორტალი