GE

„ნაბიჯები განძისკენ“ – აქტივობა დაწყებით კლასებში „ცხოვრების აუცილებელი უნარების“ განსავითსრებლად

ავტორი: გვანცა ბადროშვილი, დაწყებითი კლასის მასწავლებელი, დამრიგებელი

სპეციალურად EDU.AIS.GE-ს მკითხველისათვის

სივრცეში ორიენტაცია არის მნიშვნელოვანი უნარი, რომელიც ეხმარება ბავშვებს გააცნობიერონ თავიანთი გარემო, გააუმჯობესონ პრობლემების გადაჭრის უნარი. ასევე, გააძლიერონ მათემატიკური და კითხვის უნარები.

შეუძლიათ თუ არა მოსწავლეებს ისწავლონ სივრცეში ორიენტირება განძის ძიებით? ეს შეიძლება სათავგადასავლო ისტორიას ჰგავდეს, მაგრამ დაწყებითი კლასის ერთი მასწავლებლისთვის ეს ძლიერი საგანმანათლებლო ინსტრუმენტია.

იმისათვის, რომ სწავლა საინტერესო და პრაქტიკული ყოფილიყო, დაწყებითი კლასის ბუნბისმეტყვეელების მასწავლებელმა გვანცა ბადრიშვილმა წარმოადგინა საინტერესო აქტივობა, სახელად „ნაბიჯები განძისკენ“. აქტივობა მიზნად ისახავს თეორიული ცოდნის რეალურ აპლიკაციებად გარდაქმნას. ის მოსწავლეებს თავიანთი გარემოს გაცნობიერებაში ეხმარება.

მოსწავლეები სამ ჯგუფად დავყავი. თითოეულმა მიიღო ინდივიდუალური რუკა მინიშნებებით. როგორიცაა – “გადადგით ხუთი ნაბიჯი სამხრეთით, შემდეგ სამი ნაბიჯი აღმოსავლეთით.” მიზანი დამალული განძის პოვნაა, რომელიც შეიძლება იყოს ტკბილეული, სახალისო სტიკერები და სხვა. გამარჯვებული გუნდი თანაკლასელებს უზიარებს ნაპოვნ განძს, რაც ავითარებს ისეთ ღირებულებებს როგორიცაა თანამშრომლობა და სამართლიანობა.

მარტივი ნავიგაციის გარდა, ჩავრთე დამატებითი გამოწვევები სწავლის გასაუმჯობესებლად:

– კომპასი – მიმართულების კონცეფციის გასაძლიერებლად.

– დაბრკოლებები- მოსწავლეები მანევრირებენ განთავსებული ობიექტების გარშემო, რათა მიაღწიონ მიზნებს.

– მოსწავლეებმა თავი ისეთ ისტორიულ მკვლევრებად წარმოიდგინეს, როგორიცაა მაგელანი და კოლუმბი, ამან პროცესი კიდევ უფრო გაახალისა.

ეს აქტივობა არ ეხება მხოლოდ რუკებსა და მიმართულებებს – ის აყალიბებს ცხოვრების აუცილებელ უნარებს. ისეთს როგორიც არის:

სივრცითი ცნობიერება:

  • პრობლემის გადაჭრა – რუქების გაშიფვრა და შესაბამისი მოქმედება.
  • გუნდური მუშაობა და კომუნიკაცია
  • მოტორული უნარები- სიარული, ნაბიჯების დათვლა და დაბრკოლებების გადალახვა.
  • მოთმინება და სამართლიანი თამაში – ჯილდოების გაზიარება ხელს უწყობს სიკეთესა და ინკლუზიურობას.

იხილეთ:

აქტივობის გეგმა

აქტივობის შედეგი ადასტურებს, რომ აქტიური სწავლა მოსწავლების ჩართულობის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა. რამდენადაც სკოლები ეძებენ სწავლების ინოვაციურ მეთოდებს, მსგავსმა აქტივობებმა შეიძლება შთააგონოს პედაგოგებს გავიდნენ სახელმძღვანელოების მიღმა და პრაქტიკული, ინტერაქტიული გაკვეთილების ინტეგრირებით გააუმჯობესონ სასწავლო პროცესები.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური