„ნამდვილი თუ მოგონილი“ – კონკურსი მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეებისთვის
კომუნიკაციების კომისია და „მედიააკადემია“ მოზარდებში, კრიტიკული და ლოგიკური აზროვნების, ანალიზისა და ფაქტების გადამოწმების უნარების განვითარების მიზნით, აცხადებს კონკურსს „ნამდვილი თუ მოგონილი?!“. კონკურსში მონაწილეობის მიღება 4 მაისიდან 30 ივნისის ჩათვლით მე-9, მე-10 და მე-11 კლასის ყველა მოსწავლეს შეუძლია. კონკურსის გამარჯვებულებს, რომლებსაც კომპეტენტური ჟიური გამოავლენს, კომისია შთამბეჭდავ პრიზებს გადასცემს. პირველი ადგილის მფლობელი საჩუქრად iPhone 12 Pro-ს მიიღებს, მეორე ადგილის მფლობელს New iPad Pro, ხოლო მესამე ადგილზე გასულ მოსწავლეს Beats Studio 3-ის თანამედროვე უსადენო ყურსასმენი გადაეცემა.
კონკურსის ფარგლებში, მოსწავლეებმა უნდა აღმოაჩინონ ქართულ მედიასივრცეში მათ შორის – ინტერნეტი, ტელევიზია, ბეჭდური მედია, გავრცელებული ყალბი ინფორმაცია – “Fake News”, რომელიც ეხება საქართველოში მომხდარ ამბავს და ჯერ არ ყოფილა დადასტურებული, როგორც ყალბი ინფორმაცია. მოსწავლეებმა უნდა წარმოადგინონ ინფორმაციის აღმოჩენის გზა, შესაბამისი წყარო და პარალელურად, დაადგინონ რეალური ფაქტები.
კონკურსის პარალელურად, კომისიის მედიაწიგნიერების დეპარტამენტი 30-მდე სკოლაში ჩაატარებს ონლაინ ტრენინგებს. ტრენინგების მიზანია მოზარდებმა ისწავლონ ფაქტების გადამოწმება და ყალბი ინფორმაციის აღმოჩენის გზები.
მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეებმა საკუთარი ნამუშევრები 2021 წლის 4 მაისიდან 30 ივნისის ჩათვლით უნდა წარმოადგინონ შემდეგ ბმულზე – http://tiny.cc/oggb6y
დავალების წარმოსადგენად კონკურსის მონაწილეებს თავად შეუძლიათ შეარჩიონ ფორმატი – ვიდეო ან მულტიმედიური ნამუშევარი, პრეზენტაცია ან სხვა ალტერნატიული კრეატიული ფორმა. აუცილებელია ნებისმიერი ფორმატის ნაშრომს ახლდეს გამოყენებული წყაროების ჩამონათვალი.
კონკურსის „ნამდვილი თუ მოგონილი“ წესებისა და დეტალური ინფორმაციის ნახვა შეგიძლიათ კომუნიკაციების კომისიის მედიაწიგნიერების ფეისბუქ გვერდზე და კომისიის ვებგვერდზე www.comcom.ge .
-
2026 წლიდან სკოლის ადმინისტრაციულ პერსონალს, ექიმებსა და მანდატურებს ხელფასი 20%-ით გაეზრდებათ – ფინანსთა მინისტრი
by ARIS.GE-განათლება
-
რას ეუბნება განათლების სამინისტრო გამომცემლებს – ვინ დაწერს სამინისტროში სასკოლო სახელმძღვანელოებს, უცნობია
by ARIS.GE-განათლება
-
სპეცკლასები ყველა საჯარო სკოლაში არ გაიხსნება, რა ბედი ელით XII კლასში სწავლის მსურველ მოსწავლეებს – ის, რაც რეფორმის ავტორებისგან ვერ გავიგეთ
by ARIS.GE-განათლება