ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრსა და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტს შორის მემორანდუმი გაფორმდა
21 ივლისს, ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრსა და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
თანამშრომლობა ნატოსა და ევროკავშირის მიმართულებით ერთობლივ აქტივობებს, კონფერენციებსა და კვლევებს ითვალისწინებს, რომლებშიც აქტიურად ჩაერთვებიან სტუდენტები და აკადემიური პერსონალი.
ასევე, საინფორმაციო ცენტრი აქტიურად შეუწყობს ხელს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში მოქმედი ნატოსა და ევროკავშირის კვლევითი ცენტრის საქმიანობას.
მემორანდუმს ხელი ცენტრის დირექტორმა, თამარა წულეისკირმა და უნივერსიტეტის რექტორმა, კახაბერ კორძაიამ მოაწერეს.
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმებას უნივერსიტეტის ადმინისტრაცია, სტუდენტები და საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
-
„საჯარო გამოსვლის ხელოვნება“ – CIU-ს სტომატოლოგიის საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში, საჯარო ლექცია გაიმართა
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
-
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში „თეთრი ხალათების“ ცერემონია გაიმართა
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
-
„მწვანე ფინანსების გავლენა განვითარებადი ქვეყნების მდგრად ეკონომიკურ განვითარებაზე“ – CIU-ში პანელური დისკუსია გაიმართება
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი

