ონლაინ გაკვეთილების ფოტოების გამოქვეყნებისას სიფრთხილე გამოიჩინეთ – სახელმწიფო ინსპექტორის რეკომენდაცია
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური მშობლებს და საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებს ურჩევს, თავი შეიკავონ სოციალურ ქსელში დისტანციური გაკვეთილების ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალის გამოქვეყნებისგან, სადაც არასრულწლოვნების იდენტიფიცირებაა შესაძლებელი.
“დისტანციურ სწავლებაზე გადავიდნენ საგანმანათლებლო დაწესებულებებიც (სკოლები, უნივერსიტეტები), ასევე ხშირია დისტანციურად შეხვედრების გამართვის პრეცედენტები. სოციალურ ქსელებში ვრცელდება ონლაინ სასწავლო პროცესის, ონლაინ შეხვედრების ამსახველი (მათ შორის, იუმორისტული) ფოტო-ვიდეო მასალა.
„ონლაინ შეხვედრების, ონლაინ-სწავლების ამსახველი მასალა (ფოტო, ვიდეო გამოსახულება) წარმოადგენს პირის პერსონალურ მონაცემებს, რაც უნდა იქნეს გათვალისწინებული მათი გასაჯაროებისას. არასრულწლოვნის მონაცემების ინტერნეტში ყველასთვის ხელმისაწვდომი ფორმით გასაჯაროებამ შესაძლოა არასასურველი ზეგავლენა მოახდინოს არასრულწლოვანზე (გახდეს ბულინგის ან სხვა სახის არასასურველი მოპყრობის ობიექტი).
„შესაბამისად, საგანმანათლებლო დაწესებულებები, ამ დაწესებულებებში დასაქმებული პირები, ასევე, არასრულწლოვანი პირების მშობლები და ოჯახის წევრები, მეტი პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდონ ბავშვების მონაცემების გასაჯაროებას და იმოქმედონ არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით. დისტანციური შეხვედრებისათვის გამართვისათვის, შეგიძლიათ გამოიყენოთ თანამედროვე კოლაბორაციული კომუნიკაციის სისტემები (მაგალითად, Webex, Zoom, Teams და ა.შ.)”- ნათქვამია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მოამზადა თამთა ვირსალაძემ
-
ცნობილია სტუდენტთა საგრანტო კონკურსის შედეგები, ტესტი და სწორი პასუხები – გამოცდები 2026
by საგრანტო კონკურსის სიახლეები
-
გამოქვეყნდა გამსვლელი ქულა ლიტერატურაში, შეფასების სქემა და აბიტურიენტთა შედეგები – გამოცდები 2026
by ARIS.GE-განათლება
-
„მესამე სემესტრიდან სტუდენტისთვის დაფინანსების შემცირებას ერთადერთი მიზეზი აქვს“
by ARIS.GE-განათლება