GE

„ოპერატიულად შედით, ნუ ანერვიულებთ მშობლებსო“ – “გულიანი დაცვის პოლიციის ბიჭების“ შესახებ აბიტურიენტების დედები საუბრობენ

“დროულად შემოდითო, არ დააგვიანოთო… ასე გვეძახიან და მშობლებს გვამშვიდებენ – ნუ ნერვიულობთ, ჩააბარებენ, აბა რა იქნებაო… შეიძლება, მათი ვალდებულება ეს სულაც არ არის, მაგრამ ყველაფერს აკეთებენ, რომ ვინმემ არ დააგვიანოს, მათზეც დაწერეთ რა”, – ამ თხოვნით დღეს EDU.ARIS.GE-ს 175-ე საჯარო სკოლის “დაცვის პოლიციის ბიჭების” შესახებ (საგამოცდო ცენტრის უსაფრთხოების სამსახური) აბიტურიენტების დედებმა მოგვმართეს.

მიმართავენ და ესაუბრებიან, თუ როგორი მნიშვნელივანია მათთვის ამ მხარდაჭერის მიღება.

შვილების საგულშემატკივროდ მისული მშობლები გვიხსნიან რამდენად მნიშვნელოვანია მათთვის ასეთი მხარდაჭერის მიღება “გულიანი დაცვის პოლიციის ბიჭებისგან”.

“ბავშვები აღელვებულები არიან, ყველაფერი რჩებათ სახლში. ახალგაზრდები კი არა, ჩვენც ასე ვართ. წყალი რომ მეყიდა ბავშვისთვის, ესეც კი დამავიწყდა და დაცვამ გაახსენა – არ მოგწყურდება რომ არ გაქვს წყალიო?!. ასეთი ყურადღებიანები არიან, ოპერატიულად შედით, ნუ ანერვიულებთ მშობლებსო, ეუბნებიან”, – გვითხრა ერთ-ერთმა მშობელმა.

გულშემატკივრები საგამოცდო ცენტრებთან მომხდარ ინციდენტებსაც იხსენებენ და ასეთ მომენტებში უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლების ქცევაზე ჰყვებიან:

“გუშინ გამოცდაზე მეგობრის საგულშემატკივროდ მოსული აბიტურიენტი გამხდარა ცუდად და სასწრაფო სანამ მოვიდოდაო, საგამოცდო ცენტრის დაცვა გამორბოდა, ხომ კარგად არის ბავშვი, არ მოსცილდაო – ასე გავიგე. დაფასება ყველას სჭირდება. ალბათ როგორ ნერვიულობდა მშობელი, მარტო იყო ბავშვიო… ჩვენ რომ ვიცით, ეს ბიჭები როგორი ყურადღებითაც არიან, უფრო მშვიდად ვართ”.

“კარგი ადამიანი ყველა სიტუაციაში კარგი ადამიანია. გამოცდილი თანამშრომლებიც არიან და ახალგაზრდები, მაგრამ ყველა გულიანია. მადლობის მეტი სათქმელი რა უნდა გვქონდეს?!”, – ასეთია 2024 წლის აბიტურიენტების გულშემატკივრების განწყობა 175-ე საჯარო სკოლის საგამოცდო ცენტრში.

ასევე იხილეთ:

იპოვე შენი თავი EDU.ARIS.GE-ს TikTok-ზე 😘

გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

მოამზადა მზეო შველიძემ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური