ოქროსა და ვერცხლის მედლების გაცემა დაწყებულია, როდის დაჯილდოვდებიან 2022 წელს სკოლადამთავრებულები?
საქართველოს სხვადასხვა რაიონის საჯარო სკოლების კურსდამთავრებულები ბოლო დღეებია, ოქროსა და ვერცხლის მედლების მიღებას ზეიმობენ. მათი უმრავლესობა კი 2020-2021 სასწავლო წლის კურსდამთავრებულია.
როგორც EDU.ARIS.GE-ს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში 25 იანვარს, განუმარტეს, 2020-2021 სასწავლო წლის კურსდამთავრებულებისთვის, კუთვნილი ოქროსა და ვერცხლის მედლების გადაცემასთან დაკავშირებული პროცედურები მთელი ქვეყნის მასშტაბით დაწყებულია.
„მედლები ჩვენი მხრიდან გადაეგზავნებათ საგანმანათლებლო რესურსცენტრებს მთელი ქვეყნის მასშტაბით და ეს პროცესი მომდევნო კვირაში უკვე დასრულდება. რაც შეეხება მოსწავლეების დაჯილდოებას, რესურსცენტრები სკოლების მიხედვით არიგებენ მედლებს და ამის შემდეგ, უკვე სკოლა უკავშირდება წარჩინებულ კურსდამთავრებულს კუთვნილი მედლის გადაცემის მიზნით“, – განგვიცხადეს განათლების სამინისტროს შესაბამის დეპარტამენტში.
EDU.ARIS-GE დაინტერესდა, როდის დაიწყება მედლების გადაცემა 2022 წელს სკოლადამთავრებული წარჩინებულებისთვის და როგორც განათლების სამინისტროში გვიპასუხეს, აღნიშნულზე ინფორმაცია არ გააჩნიათ. მათთვის არც სავარაუდო თარიღია ცნობილი, თუმცა, გვითხრეს, რომ ჯერ 2021 წელს სკოლადამთავრებულთა მედლების გადაცემა უნდა დასრულდეს.
განათლების სამინისტროში კიდევ ერთხელ განგვიმარტეს, რომელ მოსწავლეს აქვს ოქროს ან ვერცხლის მედლის მიღების შანსი:
„თუ ბოლო სამი წლის განმავლობაში, (მე-10 მე-11 და მე-12 კლასებში) მოსწავლე არის სრული ათოსანი, მიიღებს ოქროს მედალს თუ არ არის სრულად ათოსანი აქვს შეფასება 9, 8 ქულა და 9,9 ქულა მიიღებს ვერცხლის მედალს“.
ასევე იხილეთ:
- რა აიკრძალება დეკემბრიდან „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებით by ARIS.GE-განათლება
- განათლების მინისტრს ახალი მოადგილეები ჰყავს – ბიოგრაფიები by ARIS.GE-განათლება
- „სააუდიტორიო და საგამოცდო პროცესი 1 დღით ვაკეში მდებარე კორპუსებში შეჩერდება“ – თსუ-ის ადმინისტრაცია by ARIS.GE-განათლება