GE

ოქტომბრის თვის საგაკვეთილო აქტივობების კალენდარი ნათია უჩავასგან

უკვე მოამზადეთ საკლასო აქტივობები, რომლებსაც ოქტომბრის თვეში მნიშვნელოვანი თარიღების მიხედვით განახორციელებთ?

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს გამარჯვებული, ნათია უჩავა EDU.ARIS.GE-ს მკითხველ კოლეგებს საკუთარ კალენდარს უზიარებს, რომლებსაც მოსწავლეებთან თავად განახორციელებს.

წარმოგიდგენთ თბილისის N126 საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის ქართული ენისა და ლიტერატურის, მათემატიკის, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნებისა და ბუნებისმეტყველების მასწავლებლის სასარგებლო სასკოლო აქტივობებს ოქტომბრის თვის მნიშვნელოვანი თარიღების მიხედვით:

1 ოქტომბერი – ხანდაზმულთა საერთაშორისო დღე

აქტივობა: მოსწავლეები წერენ წერილებს ბებია-ბაბუებისთვის ან ჰყვებიან ოჯახის ისტორიებს.

4–10 ოქტომბერი – კოსმოსის მსოფლიო კვირეული

აქტივობა: პლანეტებისა და ვარსკვლავების მოდელების შექმნა.
მოსწავლეები ადგენენ ატლასს სახელწოდებით „ჩვენი კოსმოსური ატლასი“.

5 ოქტომბერი – მასწავლებლის მსოფლიო დღე

აქტივობა: მოსწავლეები წერენ მადლობის ბარათებს მასწავლებლისადმი.
კლასში ეწყობა გამოფენა „ჩემი საყვარელი მასწავლებლის პორტრეტი“.

10 ოქტომბერი – ფსიქიკური ჯანმრთელობის მსოფლიო დღე

აქტივობა: „გრძნობების ხე“ – მოსწავლეები ხატავენ ფოთოლზე როგორ გრძნობენ თავს.
დისკუსია: „როგორ ვეხმარებით ერთმანეთს“.

11 ოქტომბერი – გოგონათა საერთაშორისო დღე

აქტივობა: მოსწავლეები წარადგენენ ცნობილ ქალებს მეცნიერებაში, სპორტში, ხელოვნებაში.
ერთად ადგენენ „გოგოების უფლებების პოსტერებს“.

13 ოქტომბერი – კატასტროფების რისკების შემცირების საერთაშორისო დღე

აქტივობა: სახანძრო და საგანგებო სიტუაციების პატარა სქემების შედგენა.
სიმულაციური გაკვეთილი: „როგორ მოვიქცეთ საშიშროების დროს“.

14 ოქტომბერი – სვეტიცხოვლობა
აქტივობა: საუბარი სვეტიცხოვლის ტაძრის ისტორიაზე და მისი მნიშვნელობაზე.

16 ოქტომბერი – საკვების მსოფლიო დღე

აქტივობა: „ჯანსაღი მენიუს შექმნა“ – მოსწავლეები აწყობენ პატარა გამოფენას.
შესაძლებელია ტრადიციული კერძების პრეზენტაციაც.

17 ოქტომბერი – სიღარიბის აღმოფხვრის საერთაშორისო დღე

აქტივობა: „სოლიდარობის ყუთი“ – მოსწავლეები აგროვებენ ნივთებს ან იდეებს სხვების დასახმარებლად.
დისკუსია: რა შეგვიძლია გავაკეთოთ, რომ სხვებს დავეხმაროთ.

24 ოქტომბერი – გაერთიანებული ერების ორგანიზაციის დღე

აქტივობა: ქვეყნების დროშების შექმნა და წარმოდგენა.
კლასში „გაეროს პატარა სესია“ – მოსწავლეები განიხილავენ მშვიდობას.

27 ოქტომბერი – აუდიოვიზუალური მემკვიდრეობის მსოფლიო დღე

აქტივობა: მოსწავლეებს მოაქვთ ოჯახური ფოტოები ან ვიდეოები.
„ჩვენი კლასის მინი არქივი“ – მოსწავლეები ერთად აწყობენ პატარა კედლის გამოფენას.

ასევე იხილეთ:

„მასწავლებლის ძალა – როგორ ცვლის ერთი სიტყვა ბავშვის მომავალს“

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური