ორბელიანის აკადემიის ორგანიზებით, საბაუნიში იმიტირებული სასამართლო პროცესი ჩატარდა
ორბელიანის აკადემია დაარსების დღიდან მოსწავლეების მხარდამჭერია და პროფესიული ორიენტაციის კუთხით, ხშირად სთავაზობს მათ სხვადასხვა ტრენინგებს.
სწორედ ამ მიზნით, ორბელიანის აკადემიის ორგანიზებით, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტში, 29 მაისს, იმიტირებული სასამართლო პროცესი ჩატარდა.
იმიტირებული სასამართლო პროცესი არის სწავლების ინოვაციური მეთოდი, რომელიც იძლევა შესაძლებლობას მოსწავლეებმა პრაქტიკულად განავითარონ ისეთი მნიშვნელოვანი უნარები, როგორებიცაა: კრიტიკული აზროვნება, არგუმენტირებული მსჯელობა, კვლევა, გუნდური მუშაობა და საჯარო გამოსვლა. ეს მიდგომა მოითხოვს მოსწავლეებისგან კონკრეტული სასამართლო საქმის შესწავლას, მტკიცებულებების შეგროვებასა და ანალიზს, დასკვნების გამოტანას და თავიანთი პოზიციის დაცვას იმიტირებულ სასამართლო პროცესზე. ეს იძლევა უნიკალურ შესაძლებლობას პრაქტიკული გამოცდილების მისაღებად და საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენისთვის.
აღსანიშნავია, რომ სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტს იმიტირებული სასამართლო პროცესის სივრცე აქვს, რომელიც სრულად აღჭურვილია სასამართლოს ფორმატში და იქ მისულ მოსწავლეებს თავი, ნამდვილ სასამართლო პროცესზე ჰგონია.
-
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი მოსწავლეებისთვის სამეწარმეო იდეების კონკურსს აცხადებს
by სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი
-
„იურისტის როლი ბიზნესმოლაპარაკებებში, მედიაციაში, არბიტრაჟსა და სასამართლოში“ – საბაუნიში ახალი გამოცემის პრეზენტაცია გაიმართა
by სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი
-
„ზოგადი ადმინისტრაციული სამართალი“ – საბაუნიში წიგნის წარდგენა გაიმართა
by სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი