GE

ორჰან ფამუქი საქართველოში ჩამოდის

თურქი მწერალი, ნობელის პრემიის ლაურეატი ორჰან ფამუქი თბილისში 12 მარტს ჩამოვა. მისი ვიზიტის ინიციატორი თავისუფალი უნივერსიტეტი და ბაკურ სულაკაურის გამომცემლობაა.

როგორც თავისუფალი უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა დათო გორგილაძემ განაცხადა, ორჰან ფამუქი თბილისში 12 მარტს საჯარო ლექციას თავისუფალი უნივერსიტეტის დიღმის საუნივერსიტეტო კამპუსში წაიკითხავს.

თავისუფალ უნივერსიტეტში თანამედროვე ლიტერატურის კვირეული ტარდება, რომელიც ორჰან ჰამუქის საჯარო ლექციით დასრულდება. აღნიშნული ლექცია დახურული იქნება და მასზე დასწრება მხოლოდ უნივერსიტეტის სტუდენტებსა და პროფესორებს შეეძლებათ დასწრება. თუმცა, უნივერსიტეტის ვებგვერდზე ლაივსტრიმი იქნება და საჯარო ლექციის მოსმენა ნებისმიერ მსურველს შეეძლება.

ორჰან ფამუქი 13 მარტს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრში უკვე ფართო საზოგადოებას შეხვდება. ამ შეხვედრაზეც დასწრება მოსაწვვებით იქნება შესაძლებელი. მოსაწვევს მკითხველი ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის ვებგვერდის საშუალებით მიიღებს.

ორჰან ფამუქი თბილისს 14 მარტს დატოვებს.

news.ge

იხილეთ ორიგინალი.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური