პარლამენტის განათლების კომიტეტი სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოებს ქმნის
პარლამენტის განათლების კომიტეტი სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოებს ქმნის. კომიტეტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის, განცხადებით, 2021 წლის სამოქმედო სტრატეგიის ფარგლებში, კომიტეტი გეგმავს განათლების პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების დოკუმენტის შექმნას. მისივე თქმით, დაგეგმილია კომიტეტთან სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოების შექმნა, რომელიც განათლების სხვადასხვა მიმართულებებს შეეხება.
„პარლამენტს აქამდე არ განუხორციელებია, რომ განესაზღვრა პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები განათლების და მეცნიერების სფეროში. ჩვენი სურვილია, რომ ამ მოწვევის პარლამენტმა და ჩვენმა კომიტეტმა ეს შევძლოთ – განვსაზღვროთ კონცეფცია, თუ როგორ ხედავს წარმომადგენლობითი ორგანო გრძელვადიან პერსპექტივაში განათლების და მეცნიერების სისტემის განვითარებას და ამით უფრო სტაბილური და განჭვრეტადი იყოს ის რეფორმები, რომლებიც განხორციელდება. ასევე, ჩვენ ვგეგმავთ, რომ სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოები შევქმნათ კომიტეტთან, რაც რეგლამენტით გათვალისწინებულია და ვფიქრობთ, რომ მიმართულებად განვსაზღვროთ სკოლამდელი და ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების და მეცნიერების მიმართულებები. ამ საბჭოების შექმნის საკითხს შემდეგ სხდომაზე განვიხილავთ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
-
2026 წლის ბიუჯეტი დამტკიცდა – რა თანხები აქვს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს
by ARIS.GE-განათლება
-
პრემიერ-მინისტრის 3 განცხადება სხვადასხვა შინაარსით – შემცირდება, იგივე დარჩება თუ გაიზრდება სტუდენტთა საერთო რაოდენობა?
by ARIS.GE-განათლება
-
2026 წლიდან სკოლის ადმინისტრაციულ პერსონალს, ექიმებსა და მანდატურებს ხელფასი 20%-ით გაეზრდებათ – ფინანსთა მინისტრი
by ARIS.GE-განათლება