პარლამენტმა უნივერსიტეტებისთვის ავტორიზაცია–აკრედიტაციის ვადების ცვლილების შესახებ კანონი პირველი მოსმენით მიიღო
საკანონმდებლო ორგანომ ,,განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ კანონში ცვლილება პირველი მოსმენით მიიღო. კანონპროეტქს 76 მომხრე და არცერთი წინააღმდეგი არ ჰყავს.
წარდგენილი ცვლილების თანახმად, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისთვის, დგინდება, ზოგადი პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების, ავტორიზაციის სტანდარტებისგან,განსხვავებული სტანდარტები.
ავტორიზაციის ვადად 5 წლის ნაცვლად განისაზღვრება 6 წელი, ხოლო აკრედიტაციის ვადად 7 წელი.
კანონპროექტით აკრედიტაციის თაობაზე გადაწყვეტილებებს ემატებათ, კიდევ ერთი სახის გადაწყვეტილება -პირობითი აკრედიტაციის შესახებ და რეგულირდება მასთან დაკავშირებული საკითხები.
გათვალისწინებულია დავის განმხილველი ორგანოს, სააპელაციო საბჭოს შექმნა, სადაც გასაჩივრდება ავტორიზაციისა და აკრედიტაციის საბჭოს გადაწყვეტილებები.
ავტორიზაცია-აკრედიტაციაზე, ან მასზე უარის შესახებ გადაწყვეტილების მიღების ვადა იზრდება 180 დღემდე.
განათლების მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ნატრიაშვილი კანონმდებლებს აღნიშნული ცვლილებების შესახებ ესაუბრა. დეპუტატებს საკითხზე კითხვები და შენიშვნები არ ჰქონიათ. გარდა დავით ლორთქიფანიძისა, რომელიც დაინტერესდა რა პრაქტიკის საფუძველზე ახორციელებს ,,განათლების სამინისტრო“ ცვლილებებს კანონმდებლობაში.
თამარ სანიკიძის პირველმა მოადგილემ, ქეთევან ნატრიაშვილმა განაცხადა, რომ სამინისტრო რამდენიმე საერთაშორისო ექსპერტთან ერთად მუშაობს და სწორედ მათი გამოცდილების და პრაქტიკის საფუძველზე ხდება ცვლილებების განხორციელება.
,,ჩვენ ვმუშაობთ განათლების სხვადასხვა საერთაშორისო ექსპერტთან ერთად. მინდა გითხრათ რომ განათლების ხარისხის განვითარების ცენტრი უკვე უკავშირდება, ევროპის ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოთა კავშირს. მათთან თანამშრომლობით ჩავატარეთ, სხვადასხვა სახის კვლევები. ასევე გავიზიარეთ მათი პრაქტიკა.
იმ პრინციპებიდან გამომდინარე, რომ ჩვენი ქვეყნის გაცხადებული კურსი არის დასავლური და ასოცირეის ხელშეკრულებაზე გვაქვს ხელი მოწერილი, გარკვეული ვალდებულებები გვაქვს აღებული, რაც თავის თავად განათლების კუთხით ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეში ინტეგრაციას გულისხმობს. სწორედ ამის გათვალსიწინებით, კვლევებმა მიიღო კანონპროექტის სახე,“-განაცხადა განათლების მინისტრის პირველმა მოადგილემ ქეთევან ნატრიაშვილმა.
დღესვე კენჭი ეყარა კანონპროექტის თანმდევ პროექტებს : ,,ზოგადი განათლების შესახებ“ პროფესიული განათლების შესახებ“ და ,,უმაღლესი განათლების შესახებ კანონში“ შესატან ცვლილებებს. რომლებიც პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო.
რამდენად რთულდება უნივერსიტეტებისთვის ავტორიზაცია–აკრედიტაციის მიღების წესი და როგორი იქნება ცვლილებების დამტკიცების შემდეგ პროცედურები, აღნიშნულზე Aris.ge-განათლებას განათლების მინისტრის მოადგილე, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი გიორგი შარვაშიძე ესაუბრა, მასთან ინტერვიუს 18 თებერვალს წაიკითხავთ.
მოამზადა: თეონა გიორგაძემ
- რას უნდა ველოდოთ უმაღლეს განათლებასა და მეცნიერებაში 4 წლის განმავლობაში – ახალი სამთავრობო პროგრამა by ARIS.GE-განათლება
- „საქართველომ და ქართველმა პედაგოგებმა უნდა დავინახოთ და კარგად გავიაზროთ მოსალოდნელი საფრთხეები“ – გამოსავლები მათემატიკის სწავლებაში by განათლებული ბლოგი
- 500 და 300 ლარი ოქროსა და ვერცხლის მედალოსან მოსწავლეებს – წახალისება რუსთავის 2025 წლის ბიუჯეტით განისაზღვრა by ARIS.GE-განათლება