“ევროპის უნივერსიტეტის” სამართლის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტები თბილისის სააპელაციო სასამართლოში პროცესს დაესწრნენ
“ევროპის უნივერსიტეტის” სამართლის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სამართლის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტები, ამავე ფაკულტეტის დეკანთან ეკა კაველიძესთან ერთად 4 მარტს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ეწვივნენ.
ვიზიტის ფარგლებში სტუდენტები ერთ-ერთ სასამართლო პროცესს დაესწრნენ. საქმეს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლეებისგან შემდგარი კოლეგია განიხილავდა, რომლის თავმჯდომარეც ამავე სასამართლოს მოსამართლე ზურაბ ძლიერიშვილი იყო.
სასამართლო პროცესის დასრულების შემდგომ ზურაბ ძლიერიშვილი სტუდენტებს პირადად შეხვდა. მოსამართლემ სტუდენტებთან სასამართლოში საქმის განხილვის სპეციფიკაზე ისაუბრა, გაიხსენა მის კარიერაში რამდენიმე გამორჩეული საქმე, მათი განხილვის პროცესი და გადაწყვეტილების მიღებასთან დაკავშირებული გამოწვევები.
-
„ევროპის უნივერსიტეტს“ ალბერტას კოლეჯის მარკეტინგისა და გაყიდვების ხელმძღვანელი სტუმრობდა
by ევროპის უნივერსიტეტი
-
„ევროპის უნივერსიტეტსა“ და „ახალგაზრდობა და ვეტერანები ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოებისთვის“ შორის მემორანდუმი გაფორმდა
by ევროპის უნივერსიტეტი
-
„ევროპის უნივერსიტეტის“ სავეტერინარო მედიცინის ფაკულტეტის დეკანი ესტონეთში Erasmus+ BIP Staff Week-ს დაესწრო
by ევროპის უნივერსიტეტი