საგანმანათლებლო შესაძლებლობები ყველა მიმართულებით – აირჩიე აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი!

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი აბიტურიენტებს მარავლფეროვან საგანმანათლებლო პროგრამებს სთავაზობს. მათ უნივერსიტეტის პოვნა აბიტურიენტების ცნობარში კოდით 009 შეუძლიათ.
ფაკულტეტების მიხედვით, საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამებს ჩამონათვალი ასეთია:
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი (ქართული ენა და ლიტერატურა; ინგლისური ენა და ლიტერატურა; გერმანული ენა და ლიტერატურა; ფრანგული ენა და ლიტერატურა; რუსული ენა და ლიტერატურა; არაბისტიკა; ირანისტიკა; თურქოლოგია; არქეოლოგია; ისტორია; ფილოსოფია; საშემსრულებლო ხელოვნება ;კლასიკური ფილოლოგია).
ბიზნესის, სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი (ბიზნესის ადმინისტრირება (180 და 240 კრედიტი) ; ეკონომიკა ; საერთაშორისო ურთიერთობები; საჯარო მმართველობა; მასობრივი კომუნიკაცია; სამართალი).
ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი (მათემატიკა; კომპიუტერული მეცნიერებები; ქიმია; გეოგრაფია; ბიოლოგია; ეკოლოგია; გამოყენებითი ბიომეცნიერებები (ბიოტექნოლოგიები).
პედაგოგიური ფაკულტეტი (სკოლამდელი განათლება; მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა „დაწყებითი განათლება“).
მედიცინის ფაკულტეტი (ფარმაცია; ფიზიკური მედიცინა და რეაბილიტაცია; სტომატოლოგია; დიპლომირებული მედიკოსი/PBL).
საინჟინრო-ტექნიკური ფაკულტეტი (ელექტრული ინჟინერია; მშენებლობა; საწარმოო პროდუქციის ხარისხის მართვა და ტექნიკური ექსპერტიზა; სატრანსპორტო საშუალებების სერვისი და ექსპერტიზა).
საინჟინრო-ტექნოლოგიური ფაკულტეტი (გარემოს დაცვის ინჟინერია და გამოყენებითი ეკოლოგია; საკვები პროდუქტების ტექნოლოგია და უვნებლობა; მოდის დიზაინი; ფარმაცევტული და კოსმეტიკური ტექნოლოგიები ; მოდის დიზაინი და ტექნოლოგია; დიზაინი ტექსტილისა და ინტერიერისთვის).
საზღვაო-სატრანსპორტო ფაკულტეტი (მენეჯმენტი).
აგრარული ფაკულტეტი (ტურიზმი; აგრონომია; ტექნიკური სისტემები და ტექნოლოგიები აგრობიზნესში; სასურსათო პროდუქტების ტექნოლოგია და ექსპერტიზა).
ჩარიცხულ სტუდენტებს საშუალება აქვთ მიიღონ როგორც სახელწმიფო, ისე სახელობითი სტიპენდტიები, მონაწილეობა მიიღონ გაცვლით პროგრამებში, ადგილობრივ და საერთაშორისო კონფერენციებში, სხვადასხვა კულტურულ და სპორტულ აქტივობებში.
-
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში აბიტურიენტებისთვის მათემატიკაში კონკურსი ჩატარდა by აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
აწსუ-ში სტუდენტთა და ახალგაზრდა მეცნიერთა რესპუბლიკური სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია „მომავლის მეცნიერები“ ჩატარდება by აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
„ჭკვიანი სახლი“ – აწსუ-ის სტუდენტებმა სტუდენტური კონკურსის ფარგლებში ინოვაციური პროექტი განახორციელეს by აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი