„ჭკვიანი სახლი“ – აწსუ-ის სტუდენტებმა სტუდენტური კონკურსის ფარგლებში ინოვაციური პროექტი განახორციელეს
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტური კონკურსის ,,მე – უნივერსიტეტი“ გამარჯვებული პროექტის ,,ჭკვიანი სახლი“ პრეზენტაცია გაიმართა.
საინჟინრო ტექნიკური ფაკულტეტის სტუდენტებმა: ერეკლე კირკიტაძემ, გიორგი ხოჯენაშვილმა, ლუკა უგულავამ და ოთარ ქაჯაიამ ,,ჭკვიანი სახლის“ მოდელი შექმნეს.
ინოვაციური ტექნოლოგიებით აღჭურვილი სახლის მოდელის მიზანი მცხოვრებთაუსაფრთხოების მაქიმალურად უზრუნველყოფა და ყოველდღიური ცხოვრების გამარტივებაა.
პრეზენტაციას უნივერსიტეტის რექტორი შალვა კირთაძე, რექტორის მოადგილეები ეკატერინე გაჩეჩილაძე და მექი ლობჟანიძე, ადმინისტრაციის უფროსი სერგო სვანაძე, სტუდენტებთან და პროფესო-მასწავლებლებთან ერთად დაესწრნენ.
პროექტი სტუდენტებისათვის „მე-უნივერსიტეტი“ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2016 წლიდან არსებობს. პროექტის ფარგლებში ათზე მეტი სტუდენტური იდეა განხორციელდა. მისი მიზანია აწსუ-ს განვითარებაში სტუდენტთა ჩართულობის ხარისხის ამაღლება, უნივერსიტეტის ადმინისტრაციასა და სტუდენტებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების ხელშეწყობა. პროექტის ფარგლებში, სტუდენტები უნივერსიტეტის თანამედროვე გამოწვევებისა და განვითარების სამომავლო პერსპექტივების გათვალისწინებით წარმოაჩენენ საკუთარ ხედვასა და ინოვაციურ მიდგომებს.
-
სტუდენტთა საერთაშორისო დღის აღსანიშნავად აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში კვირეული გაიმართა
by აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
მეცნიერების საერთაშორისო დღის აღსანიშნავად აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში კვირეული გაიმართა
by აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის საინჟინრო-ტექნიკური ფაკულტეტის სტუდენტების გამოგონება – „ჭკვიანი სახლი“
by აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი