ალტე უნივერსიტეტმა მორიგ ღია კარის დღეს უმასპინძლა

ალტე უნივერსიტეტში მორიგ ღია კარის დღეს ვუმასპინძლეთ.
ღონისძიების ფარგლებში, აბიტურიენტებს გავუზიარეთ ყველა საჭირო ინფორმაცია უნივერსიტეტის, პროგრამებისა და პროფესიების შესახებ; გავაცანით ის შესაძლებლობები, რომლებიც მათ ალტე უნივერსიტეტში დახვდებათ.
ღია კარის დღეზე მოსწავლეებს ჰქონდათ შესაძლებლობა, მათთვის საინტერესო პროგრამის ფარგლებში დასწრებოდნენ ვორკშოპს და ერთი დღით მოერგოთ ის პროფესია, რომელსაც თავიანთი კარიერული გზა უნდა დაუკავშირონ:
- მედიცინის საერთაშორისო სკოლა
კლინიკური უნარების განმავითარებელი ვორკშოპი
- ბიზნესის სკოლა:
ტრენინგი – „მიზანი“
- სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა სკოლა:
სამართალი – აბიტურიენტები დაესწრნენ ELSA Tbilisi-თან ერთად ჩატარებულ იმიტირებულ სასამართლო პროცესს
- ფსიქოლოგია – „ფსიქოლოგია სარეკლამო ინდუსტრიაში“
- IT სკოლა
ვორკშოპების სერია – “Hack the Future“.
ვორკშოპების დასრულების შემდეგ მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს სახალისო გამოკითხვაში. ყველაზე მაღალი ქულის მფლობელს, ლაგოდეხის პირველი საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლეს – მარი შუბითიძეს საჩუქრად ალტე უნივერსიტეტის „კარიერული განვითარების ბანაკის“ საგზური გადაეცა.
ვორკშოპებში მონაწილე თითოეული მოსწავლე სამახსოვრო სერტიფიკატებით დავაჯილდოვეთ.
-
ეროვნული გამოცდისთვის მოსამზადებელი ტრენინგები და იმიტირებული გამოცდა ინგლისურ ენაში ალტე უნივერსიტეტისგან by ალტე უნივერსიტეტი
-
გამოცხადდა არაფორმალური განათლების კონკურსი მასწავლებლებისთვის ალტე უნივერსიტეტისგან by ალტე უნივერსიტეტი
-
თუ მაგისტრატურის საფეხურზე სწავლის გაგრძელებას გეგმავ – ალტე უნივერსიტეტის ვორკშოპები by ალტე უნივერსიტეტი