GE

როგორ დავრეგისტრირდეთ 2025 წლის სამაგისტრო და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის გამოცდისთვს – ვადები და ინსტრუქცია

2025 წლის საერთო სამაგისტრო და სტუდენტთა საგრანტო გამოცდაში მონაწილეობის მსურველებისათვის რეგისტრაცია უკვე დაიწყო და მიმდინარეობს მხოლოდ ელექტრონულად შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე online.naec.ge. რეგისტრაციის დროს მაგისტრანტობის მსურველი ირჩევს მხოლოდ საგამოცდო ქალაქს, რომლის შეცვლა 2 აპრილის 18:00 საათამდე შეუძლია, ამ ვადის ამოწურვის შემდეგ აპლიკანტები რეგისტრაციას ვეღარ გაივლიან.

საერთო სამაგისტრო გამოცდა:

რეგისტრაციის დროს მაგისტრანტობის მსურველები ირჩევენ მხოლოდ საგამოცდო ქალაქს. მისი ცვლილების შესაძლებლობა გამოსაცდელებს აქვთ 10 აპრილის ჩათვლით.

იმ შემთხვევაში, თუ ისინი გამოცდებზე რეგისტრაციის საფასურს გადაიხდიან 2 აპრილის 18:00 საათამდე, მაგრამ რაიმე მიზეზით ვერ მიიყვანენ რეგისტრაციის პროცესს ბოლომდე, მათ შესაძლებლობა ექნებათ 10 აპრილის 18:00 საათამდე დაასრულონ რეგისტრაცია.

შეგახსენებთ, რომ საერთო სამაგისტრო გამოცდა განკუთვნილია იმ პირებისათვის, რომლებსაც აქვთ ბაკალავრის ხარისხი ან მოიპოვებენ მას 2025-2026 სასწავლო წლის დაწყებამდე.

საერთო სამაგისტრო გამოცდის ჩაბარების მსურველებმა რეგისტრაციის გავლამდე უნდა გადაიხადონ გამოცდაში მონაწილეობის საფასური – 50 ლარი. სისტემა ავტომატურად ამოწმებს ინფორმაციას გამოცდაში მონაწილეობის საფასურის გადახდის შესახებ (თუ გადახდა არ დადასტურდა, გამოსაცდელი ეკრანზე ხედავს შესაბამის შეტყობინებას და ვეღარ აგრძელებს რეგისტრაციას).

საერთო სამაგისტრო გამოცდა 2025 – ინსტრუქცია (გზამკვლევი)

გადახდის შესაძლო საშუალებები და საბანკო მომსახურების საკომისიო:

  • „საქართველოს ბანკის“ გადახდების პლატფორმით – bogpay.ge – საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 0.5 ლარი + 1,2%; იხილეთ დეტალური ინსტრუქცია;
  • „საქართველოს ბანკის“ თვითმომსახურების ტერმინალით – საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 0,5 ლარი;
  • „საქართველოს ბანკის“ ინტერნეტ ბანკის საშუალებით –ibank.ge – საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 0.5 ლარი; იხილეთ დეტალური ინსტრუქცია;
  • „საქართველოს ბანკის მობილური აპლიკაციით – mBank – საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 0.5 ლარი.

რეგისტრაციის გავლამდე გაეცანით გზამკვლევს მაგისტრანტობის მსურველებისათვის.

გამოცდებში მონაწილეებმა, რომლებსაც ესაჭიროებათ სპეციფიკური საგამოცდო გარემოს შექმნა, რეგისტრაციის დროს უნდა მონიშნონ – „სპეციალური პირობები“ და შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში 10 აპრილის 18:00 საათამდე უნდა წარმოადგინონ შესაბამისი ჯანმრთელობის ცნობა (ფორმა N100).

განაცხადები მიიღება თბილისში მისამართზე: ე. მინდელის N9. რეგიონებში კი – ადგილობრივ საგანმანათლებლო რესურსცენტრებში.

იმ შემთხვევაში, თუ გამოცდებში მონაწილე ოთხი ნაწილიდან სამში ზღვარს გადალახავს, საერთო სამაგისტრო გამოცდა წარმატებით ჩაბარებულად ჩაეთვლება (თუ გამონაკლისის სახით რომელიმე პროგრამა არ ითხოვს ოთხივე ნაწილში შესაბამისი ქულის მიღებას).

გაითვალისწინეთ, რომ აპლიკანტისათვის სამაგისტრო პროგრამებზე სწავლის გაგრძელების აუცილებელი პირობაა საერთო სამაგისტრო გამოცდასთან ერთად უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დანიშნული გამოცდის/გამოცდების (სპეციალობაში, უცხოურ ენაში და სხვ.) ჩაბარება. საერთო სამაგისტრო გამოცდის ჩატარებაზე პასუხისმგებელია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი, ხოლო დანარჩენ გამოცდებზე – შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება. შიდა გამოცდის ჩასაბარებლად მსურველმა უნდა მიმართოს შესაბამის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას. რაც შეეხება დაფინანსებას, გრანტი გაიცემა საერთო სამაგისტრო გამოცდის შედეგის საფუძველზე.

სტუდენტთა საგრანტო კონკურსი:

რეგისტრაციის დროს სტუდენტთა საგრანტო კონკურსის მონაწილეები ირჩევენ მხოლოდ საგამოცდო ქალაქს. მისი ცვლილების შესაძლებლობა გამოსაცდელებს აქვთ 10 აპრილის ჩათვლით. იმ შემთხვევაში, თუ ისინი რეგისტრაციის საფასურს გადაიხდიან 2 აპრილის 18:00 საათამდე, მაგრამ რაიმე მიზეზით ვერ მიიყვანენ რეგისტრაციის პროცესს ბოლომდე, მათ შესაძლებლობა ექნებათ 10 აპრილის 18:00 საათამდე დაასრულონ რეგისტრაცია.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია იმ სტუდენტს, რომელსაც სურს დაფინანსების მოპოვება ან გაუმჯობესება.

თუ სტუდენტი ვერ შეძლებს გრანტის გაუმჯობესებას, მას შეუნარჩუნდება ის დაფინანსება, რომელიც სტუდენტთა საგრანტო კონკურსში გასვლამდე ჰქონდა მოპოვებული.

რეგისტრაციის გავლამდე გაეცანით ცნობარს.

სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობის საფასურია 10 ლარი. სისტემა ავტომატურად ამოწმებს ინფორმაციას გამოცდაში მონაწილეობის საფასურის გადახდის შესახებ (თუ გადახდა არ დადასტურდა, გამოსაცდელი ეკრანზე ხედავს შესაბამის შეტყობინებას და ვეღარ აგრძელებს რეგისტრაციას).

სტუდენტთა საგრანტო კონკურსი 2025 – ცნობარი და საგამოცდო ტესტის ნიმუშები

გადახდის შესაძლო საშუალებები და საბანკო მომსახურების საკომისიო:

  • „საქართველოს ბანკის“ გადახდების პლატფორმით – bogpay.ge – საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 0.5 ლარი + 1,2%; იხილეთ დეტალური ინსტრუქცია;
  • „საქართველოს ბანკის“ თვითმომსახურების ტერმინალით – საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 0,5 ლარი;
  • „საქართველოს ბანკის“ ინტერნეტ ბანკის საშუალებით – ibank.ge – საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 0.5 ლარი; იხილეთ დეტალური ინსტრუქცია;
  • „საქართველოს ბანკის მობილური აპლიკაციით – mBank – საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 0.5 ლარი.

გამოსაცდელებმა, რომლებსაც ესაჭიროებათ სპეციფიკური საგამოცდო გარემოს შექმნა, რეგისტრაციის დროს უნდა მონიშნონ – „სპეციალური პირობები“ და შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში 10 აპრილის 18:00 საათამდე უნდა წარმოადგინონ შესაბამისი ჯანმრთელობის ცნობა (ფორმა N100).

განაცხადები მიიღება თბილისში მისამართზე: ე. მინდელის N9. რეგიონებში კი ადგილობრივ საგანმანათლებლო რესურსცენტრებში.

ასევე იხილეთ:

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური