„პირველად და საბოლოოდ ვაბარებ, ამიტომ მინდოდა, ისტორიის გამოცდაზე განსაკუთრებულად ვყოფილიყავი“
“შეიძლებოდა, უფრო სხვა ფორმითაც მოვსულიყავი, მაგრამ ახლა ვიკინგობა ვარჩიე. ეს რქებიც რაღაც საბრძოლო ჟინთან ასოცირდება”, – ამბობს EDU.ARIS.GE-სთან აბიტურიენტი, რომელმაც დღეს, 17 ივლისს, თბილისის 177-ე სკოლაში გახსნილ საგამოცდო ცენტრში ისტორიის გამოცდა ჩააბარა. ადგილზე კი განსაკუთრებულად გამოწყობილი გამოცხადდა.
“პირველად და საბოლოოდ ვაბარებ, ამიტომ მინდოდა, რომ ისტორიის გამოცდაზე განსაკუთრებულად ვყოფილიყავი. ამით თავიც გავიხალისე, სხვებსაც განწყობა ავუმაღლე და მართლა ძალიან კმაყოფილი ვარ ყველაფრით, დამკვირვებლებმაც კი ფოტოები გადაიღეს ჩემთან ერთად”, – გვიყვება გამოსაცდელი.
ჩვენი რესპონდენტი მომავალი ფსიქოლოგია და ილიას უნივერსიტეტში აბარებს.
“რაც შეეხება გამოცდას – ძალიან მარტივი იყო. თემები თითქმის ყველა ეპოქას მოიცავდა, როგორც თანამედროვე ისტორიას, მეორე მსოფლიო ომს და სსრკ-ის გარშემო არსებულ თემებს, ისე უფრო ადრეულ პერიოდს, შუა საუკუნეებს, საეკლესიო კრებებს, ოსმალეთს და ა.შ. სულ ესაა რაც მახსოვს”, – აღნიშნა 2023 წლის არაორდინალურმა აბიტურიენტმა.
ისტორიას აბიტურიენტები ორი დღის განმავლობაში ჩააბარებენ. ეს საგანი წელს 22 600-მდე აბიტურიენტს აქვს არჩეული და არჩევით საგნებს შორის პირველ ადგილზეა.
ასევე იხილეთ:
გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე
განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ
მოამზადა ბაჩანა ტყემალაძემ
-
„უნივერსიტეტებში სტუდენტების მიღება ახალი მოდელის შესაბამისად უკვე უნდა დავიწყოთ ამ აკადემიური წლიდან“
by ARIS.GE-განათლება
-
სასწავლო გრანტების დღეს არსებული მაქსიმალური, საშუალო და მინიმალური ოდენობები შენარჩუნდება 2027-2028 სასწავლო წლის ჩათვლით
by ARIS.GE-განათლება
-
„ვერ მოესწრება“ – დიდი ალბათობით, 2026 წლის აბიტურიენტებს უმაღლესი განათლების რეფორმით დაგეგმილი ჩარიცხვის ახალი წესი არ შეეხებათ
by ARIS.GE-განათლება