GE

პირველადი სამედიცინო დახმარების ტრენინგები

2011 წლის 29 აგვისტოს თბილისში, „კუს ტბის“ მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარდა პროექტის „პირველადი სამედიცინო დახმარების ტრენინგები“ დასკვნითი ნაწილი.

ტრენინგის დასკვნით ნაწილში ჩატარდა საველე სიმულაციური კომბინირებული ტრენინგი (კატასტროფის იმიტაცია), რომელშიც მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლების სტუდენტებმა. გაიშალა საველე სამედიცინო პუნქტი, სადაც ტრენინგის მონაწილეების მიერ შესრულდა ყველა საჭირო სამედიცინო პრაქტიკული ვარჯიში, რომელიც თეორიული სწავლების დროს იქნა გავლილი.

პროექტის ორგანიზატორები იყვნენ არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა მედიკოსები ჯანმრთელი საზოგადოებიათვის“ და სსიპ „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი“.

ტრენინგები ჩაატარეს თსსუ-ის საგანგებო სიტუაციებზე სამედიცინო რეაგირების და მართვის სასწავლო ცენტრის თანამშრომლებმა: ცენტრის უფროსმა იოსებ მაისურაძემ, ცენტრის ინსტრუქტორმა, სამხედრო რადიოლოგმა, სამხედრო ტოქსიკოლოგმა, მედიცინის დოქტორმა, მიხეილ ჯორბენაძემ და ცენტრის ინსტრუქტორმა კობა რატიანმა.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური