GE

პირველკლასელებს ახალ სასწავლო წელს Lenovo-ს გაუმჯობესებული ნეტბუკები გადაეცემათ

პირველკლასელებისთვის კომპიუტერების დარიგების პროგრამა გრძელდება. ახალი სასწავლო წლის დაწყების პირველ დღეს, საჩუქარი სახელმწიფოსგან წელსაც ყველა საჯარო სკოლის პირველკლასელმა უნდა მიიღოს. როგორც განათლებისა და მეცნიერების სამინიტროს სსიპ „საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს“ მიერ ჩატარებული ტენდერის მიხედვით გაირკვა, პირველკლასელებს ბუკებს შპს „ესაბი“ დაუმზადებს.

Aris.ge-განთლების მიერ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, წელს პატარები ბევრად უფრო გაუმჯობესებული სისტმის მქონე კომპიუტერებს მიიღებენ. „ესაბის“ მიერ წარმოდგენილი კომპიუტერის მოდელი არის Lenovo – S21e-20, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში კი დაგეგმილია ინსპექტირების განხორციელება.

40a5058ca3a831b6c6586b9fd1e747c6„ახალი კომპიუტერები გამოირჩევა იმდენად ძლიერი პარამეტრებით, რომ მისი გამოყენება არა მხოლოდ პირველ, არამედ, შემდეგ კლასებშიც შესაძლებელია. აღსანიშნავია, რომ ახალი ნეტბუქები აღჭურვილი იქნება უფრო ახალი თაობის შედარებით სწრაფი პროცესორებით“, – ამბობს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის უფროსი ლაშა ვერულავა.

ტენდერი სულ 43 500 კომპიუტერზე იყო გამოცხადებული. ერთი კომპიუტერის დამზადება კი 326, 46 ლარი ჯდება. შარშან ერთი ნეტბუკის ფასი 388 ლარი იყო, მოთხოვნილი ბუკების რაოდენობა კი 46 ათასი.

როგორცესაბისკომერციულმა დირექტორმა  ჯაბა შელიამ Aris.ge-განათლებას განუცხადა, ტენდერში სულ სამი კომპანია მონაწილეობდა და უპირატესობა მათ ხვდათ წილად.

„14 199761 ლარად უნდა დავამზადოთ 43 500 ბუკი.  სამინისტროს ტენდერი 21 315 000  ლარზე ჰქონდა გამოცხადებული. სამი პრეტენდენტი ვიყავით, შპს „ესაბის“ გარდა მონაწილეობას იღებდნენ „იუ-ჯი-თი“ და შპს „ალტა“. ერთი ცალი კომპიუტერის დამზადება ჯდება 326, 46 ლარი. ყველაზე დაბალი ფასები ჩვენ არ გვქონია, ჩვენზე დაბალი ფასი, ერთი ლარით ნაკლები ჰქონდა „იუ-ჯი-თი“-ს, მაგრამ ტექნიკური დოკუმენტაცია ჰქონდათ არასწორად.

14 სექტემბერს უნდა ჩავაბაროთ ბუკები. საქართველოში არ ვამზადებთ, უცხოეთში იწყობა და ისე ჩამოდის აქ. გარანტია კომპიუტერებს 1 წელი ექნებათ. უკეთესი მონაცემები ექნებათ ჩვენ კომპიუტერებს, უკეთესი ვიზუალი. რუხი ფერის იქნება“, – გვითხრა ჯაბა შელიამ.

Notebook S21eსახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მონაცემებით, საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ შესყიდვები 43 500 ცალი  პორტაბელური (სატარებელი) კომპიუტერზე 2015 წლის 22 მაისს გამოაცხადა. წინადადებების მიღება 7 ივნისიდან დაიწყო და 12 ივნისს დასრულდა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება იყო 21 315 000 ლარი.
ელექტრონულ ტენდერში სამი კომპანია შპს „ალტა, „იუ-ჯი-თი“ და „ესაბი“ მონაწილეობდნენ.  ბოლო შეთავაზებაში „იუ-ჯი-თი“-ს 14 199762 ლარი ჰქონდა დაფიქსირებული, „ესაბს“ ერთი ლარით მეტი  14 199763. თუმცა, როგორც შედეგებში წერია, „იუ-ჯი-თი“ ტექნიკური დოკუმენტაციის გამო დისკვალიფიკაცია მიენიჭა და ხელშეკრულება 14 199 761.55 ლარად შპს „ესაბს“ გაუფორმეს. შპს „ესაბს“ ქარხნული ვარდნის ტესტიც ჰქონდა წარმოდგენილი.

„მართალია, სახელმწიფო ტენდერი მოიგო „იუ-ჯი-თი“-მ,  მაგრამ ხელშეკრულების გაფორმებამდე საჭირო დოკუმენტაციის ნაწილი ვადაში ვერ წარმოადგინა, რის გამოც მიეცა დისკვალიფიკაცია. ვინაიდან მეორე ადგილზე გასულ  და გამარჯვებულ კომპანიების მიერ დაფიქსირებულ ფასთა შორის სხვაობა იყო 1 ლარი, სატენდერო კომისიამ იმსჯელა და გადავიდა შემდეგ კომპანიაზე და შესაბამისად, ხელშეკრულება გაფორმდა შპს „ესაბი“-სთან. 2014-2015 სასწავლო წლისთვის შპს „იუ-ჯი-თი“-მ მოგვაწოდა კომპიუტერები სრულად და არანაირ დარღვევას ადგილი არ ჰქონია“, – განაცხადა ლაშა ვერულავამ.

სახელმწიფო შესყიდვების შესახებ 2015 წლის 17 ივლისის ხელშეკრულების მიხედვით, შპს „ესაბის“ დირექტორი გიორგი ბაქანიძე ვალდებულია 15 000 ცალი კომპიუტერი ხელშეკრულების გაფორმებიდან 50 კალენდარული დღეში მიაწოდოს სააგენტოს, 28 500 ცალი – ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 კალენდარული დღეში.

განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის უფროსის ინფორმაციით, წელს საჯარო სკოლის ყველა პირველკლასელი მოწავლე მიიღებს ნეტბუკს. რაც შეეხება კერძო სკოლების პირველკლასელებს, მათ ნეტბუკები სახელმწიფოსგან არ გადაეცემათ.

2015-16 სასწავლო წლისთვის 41 424 სასკოლო ასაკის მქონე ბავშვი დარეგისტრირდა, კერძო სკოლებში 5248. დარჩენილი ვაკანტური ადგილების რაოდენობა კი არის  27 805.

ცისანა არის© შერგილაშვილი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური