პირველკლასელთა საბუთების მიღება დაიწყო – რას იწვევს დოკუმენტების დაგვიანებით წარდგენა
დღეს საჯარო სკოლებში პირველკლასელთა საბუთების მიღება დაიწყო. იმ მოსწავლეთა მშობლებმა, რომელთაც 12 ივნისის ჩათვლით მოსწავლე ელექტრონულად უკვე დაარეგისტრირეს, 13 ივნისიდან 21 ივნისის ჩათვლით შესაბამისი დოკუმენტაცია სკოლაში უნდა წარმოადგინონ.
დადგენილ ვადებში დოკუმენტაციის წარუდგენლობის შემთხვევაში, რეგისტრაცია ავტომატურად გაუქმდება.
რაც შეეხება წარსადგენი დოკუმენტების ნუსხას:
როგორც სამინისტრო განმარტავს, რეგისტრაციის გავლის შემდეგ სასურველ სკოლაში მშობლებმა უნდა წარადგინონ შემდეგი საბუთები:
1. ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი
2. მშობლების პირადობის მოწმობის ასლები
- მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლის განცხადება, რომელიც უნდა შეიცავდეს კანონიერი წარმომადგენლის საცხოვრებელი ადგილისა და ტელეფონის ნომრის თაობაზე ინფორმაციას;
- დაბადების მოწმობის ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის სანოტარო წესით დამოწმებული ასლი;
გაითვალისწინეთ, რომ სკოლას უფლება აქვს დამატებით მოითხოვოს მოსწავლის ფოტოსურათის და სხვა დოკუმენტაციის წარდგენა. (ჯანმრთელობის ცნობა და სხვ.)
ასევე განისაზღვრა დამატებითი დოკუმენტები პირებისთვის, ვისაც დოკუმენტების წარდგენა უცხოურ ენაზე სჭირდებათ:
-
2026 წლიდან სკოლის ადმინისტრაციულ პერსონალს, ექიმებსა და მანდატურებს ხელფასი 20%-ით გაეზრდებათ – ფინანსთა მინისტრი
by ARIS.GE-განათლება
-
სია გაიზარდა – განათლების სფეროს ამ წარმომადგენლებს შეუძლიათ შეითავსონ ანაზღაურებადი სამუშაო საჯარო სამსახურში
by ARIS.GE-განათლება
-
შეძლებს თუ არა სტუდენტი მობილობას სახელმწიფოდან კერძო უნივერსიტეტში და პირიქით? – მინისტრის მოადგილის პასუხი
by ARIS.GE-განათლება