GE

პრემიერმა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულება დაამტკიცა – დოკუმენტი

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსგან კულტუირისა და სპორტის ნაწილის გამოყოფის შემდეგ, საქართველოს პერემიერ-მინისტრმა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულება დაამტკიცა.

დოკუმენტის თანახმად, მინისტრს ჰყავს პირველი მოადგილე და 3 მოადგილე, რომელთა უფლებამოსილებები განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით, თუ კანონითა და საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტებით სხვა რამ არ არის დადგენილი და აღნიშნულია ისიც, რომ მინისტრის მოადგილეები პრემიერ-მინისტრის ბრძანებით ინიშნებიან.

დოკუმენტში განსაზღვრულია რა ქვეუწყებებს მოიცავს სამინისტროს სისტემა:

ა) სამინისტროს სტრუქტურულ ერთეულებს;

ბ) ტერიტორიულ ორგანოებს – საგანმანათლებლო რესურსცენტრებს;

გ) სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს, კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებს;

დ) სამინისტროს წარდგინებით, საქართველოს მთავრობის მიერ დაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს, საქართველოს მთავრობის მიერ დაფუძნებულ სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებს, სამინისტროს მიერ/მონაწილეობით დაფუძნებულ პროფესიულ საგანმანათლებლო და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს.

2. სამინისტროს პირველადი სტრუქტურული ერთეულებია:

ა) ადმინისტრაცია (დეპარტამენტი);

ბ) იურიდიული დეპარტამენტი;

გ) სტრატეგიული კომუნიკაციის დეპარტამენტი;

დ) შიდა აუდიტის დეპარტამენტი;

ე) ეკონომიკური დეპარტამენტი;

ვ) საერთაშორისო ურთიერთობებისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტი;

ზ) სკოლამდელი და ზოგადი განათლების განვითარების დეპარტამენტი;

თ) პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტი;

ი) უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების განვითარების დეპარტამენტი.

3. სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირები არიან:

ა) შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი;

ბ) განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი;

გ) საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო;

დ) მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი;

ე) საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური;

ვ) განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა;

ზ) შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი;

თ) ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა;

ი) განათლების საერთაშორისო ცენტრი.

დოკუმენტში მოცემულია სამნისტროს დეპარტამენტების კომპეტენციებიც.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულება 2021 წლის მარტი

მთავრობის დადგენილბას ხელს აწერს საქართველოს მთავრობის მეთაური.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური