პროექტის “ეუთოს ახალგაზრდული ქსელის მშენებლობა საქართველოში” პრეზენტაცია გაიმართა
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში პროექტის – “ეუთოს ახალგაზრდული ქსელის მშენებლობა საქართველოში” პრეზენტაცია მოეწყო.
ღონისძიებას ესწრებოდნენ: საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი, შვეიცარიის კონფედერაციის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში _ გუნტერ ბეხლერი და ეუთოს წარმომადგენელი _ ურსულა ფროსე, ასევე კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის წარმომადგენლები.
პროექტი ხორციელდება “ეუთოს”, “ჰელსინკის მოქალაქეთა ასამბლეის საქართველოს ეროვნული კომიტეტის (hCa GNC)” მხარდაჭერით. პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს ეუთოს ახალგაზრდული ქსელის მშენებლობას. პროექტი გათვლილია გრძელვადიან პერიოდზე.
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი აქტიურადაა ჩართული პროცესში. შესაბამისად, სტუდენტებს მასში ჩართვის საშუალება მიეცემათ. პროექტი 2014 წლის ივნისიდან დეკემბრის ჩათვლით განხორციელდება.
-
„საჯარო გამოსვლის ხელოვნება“ – CIU-ს სტომატოლოგიის საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში, საჯარო ლექცია გაიმართა
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
-
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში „თეთრი ხალათების“ ცერემონია გაიმართა
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
-
„მწვანე ფინანსების გავლენა განვითარებადი ქვეყნების მდგრად ეკონომიკურ განვითარებაზე“ – CIU-ში პანელური დისკუსია გაიმართება
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი