GE

პროფესია, რომლის სწავლებაც საქართველოში პირველად იწყება

საზოგადოებრივი კოლეჯი „სპექტრი“ სრულიად ახალ და განახლებულ პროგრამებს სთავაზობს იმ სტუდენტებს, რომლებსაც პროფესიული განათლების მიღება სურთ. აღნიშნული პროგრამების შემუშავება კოლეჯმა „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარების“ პროექტის ფარგლებში განახორციელა. პროგრამებს შორის არის ისეთი მიმარულებები, როგორიცაა ჰაერის კონდიცირება, შედუღება – ცივი შედუღება, რომელიც საქართველოში აქამდე არ ისწავლებოდა, ელექტროობა, წყალმომარაგებისა და წყალადინების (წყალმომარაგების უზრუნველყოფა) სისტემები. პროგრამების შემუშავებასა და დანერგვისთვის ჯამში 2 მილიონი დოლარი გამოიყო.

როგორ განაწილდა თანხები

საგრანტო თანხა მოხმარდა როგორც პროგრამების შემუშავება განახლებას, ისე ლაბორატორიების თანამედროვე ტექნიკა-დანადგარებით აღჭურვას და საერთაშორისო ექსპერტების მიერ კოლეჯის პედაგოგოგების გადამზადებას. კოლეჯი გასცემს ბიზნესისა და ტექნოლოგიური განათლების საბჭოს (BTEC) სტანდარტის შესაბამის სერტიფიკატს, რომელიც მსოფლიოს 102 ქვეყანაშია აღიარებული.

როგორც კოლეჯის დირექტორი მათე ტაკიძე ამბობს, პროექტში ჩაერთო მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი საგანმანათლებლო ჰოლდინგი Pearson და მისი კომპანია, რომელიც პროფესიულ განათლებას ემსახურება. ეს არის BTEC- ბიზნესების კონსულტაციების საბჭო, რომელიც მსოფლიოს 150 ქვეყანაში ავითარებს თავის მიმართულებებს პროფესიულ მიმართულებაში. კოლეჯმა კი ამ პროექტის ფარგლებში მოახერხა, რომ პროფესიული განათლების სივრცეში საერთაშორისო ავტორიზაცია მიეღო. რაც იმას ნიშნავს, რომ “სპექტრში“ ჩარიცხული სტუდენტები ავტომატურად ირიცხებიან BTEC საერთო ბაზაში და კომპეტენციების შეფასება ხდება ერთად, როგორც კოლეჯის, ისე  BTEC ექსპერტების მიერ. გარდა ამისა, ყველა კურსდამთავრებული მიიღებს BTEC-ის საერთაშორისო სერტიფიკატს მსოფლიო ბაზარზე დასაქმებისთვის.

„ჩვენ გავაკეთეთ რამდენიმე ჩარჩო დოკუმენტი, შევქმენით სტანდარტები და შემოვიტანეთ ახლი მოდულები, რომელიც საქართველოში არ ისწავლებოდა. ეს არის მაგ.: ცივი შედუღება, რომელიც, პრაქტიკუალდ, პირველად შემოვიდა საქართველოში. ანუ ცივი შემდუღებლის სპეციალისტს შეუძლია, რომ მაგისტრალებსა და გაზსადენების მილების გაჟონვისას  დაიზანება ისე შეაკეთოს, რომ არ მოხდეს აალება. ეს ურთულესი პროფესიაა და დღემდე კომპანიები აღნიშნული სამუშაოების ჩასატარებლად უცხოელ სპეციალისტებს იყენებდნენ. ჩვენ გვექნება იმის იმედი, რომ ქართულ ბაზარს ამ სფეროში დავაკმაყოფილებთ“, – აცხადებს მათე ტაკიძე.

მილენიუმის პროექტის ფარგლებში მოხდა პროგრამების განახლება. პროცესში ჩართული იყო დაახლოებით 55 კომპანია, რომლებიც მილენიუმის ექსპერტებთან ერთად მუშაობდნენ. კოლეჯმა შეიძინა ვენტილაცია/კონდიცირების, ელექტრო და შედუღების ლინკოლნ ელექტრიკის ლაბორატორიები. ასევე გერმანიაში კვალიფიკაცია აიმაღლეს ვენტილაცია/კონდიცირების სპეციალობის მქონე პედაგოგებმა და იგეგმება კიდევ 3 შემდუღებლის პროფესიის მქონე პედაგოგის გაგზავნა.

პედაგოგების ანაზღაურება და სწავლების ვადები

განსხვავებულია პედაგოგების ანაზღაურებაც. თუკი კოლეჯი სხვა პროფესიებზე მასწავლებლებს საათში 12 ლარს უხდის, მილენიუმის პროექტის ფარგლებში მომუშავე პედაგოგებს საათში 15 ლარი აქვთ ანაზღაურება.

რაც შეეხება აღნიშნულ პროგრამებზე სწავლების ხანგრძლივობას, სწავლება წელიწადი და 2 თვე გრძელდება. ამ პერიოდის განმავლობაში სტუდენტებს აქვთ 60%-იანი პრაქტიკული მეცადინეობა და 40% თეორია. საწარმოო პრაქტიკის პერიოდში კი სტაჟირებას სხვადასხვა კომპანიაში გადიან.

კურსდამთავრებულთა დასაქმების მაჩვენებელი, ანაზღაურება და პროექტის მდგრადობა

კოლეჯი ყურადღებას აქცევს სტუდენტების დასაქმების საკითხს და მუდმივი კონტაქტი აქვს კურსდამთავრებულებთან. როგორც კოლეჯის ხელმძღვანელი აღნიშნავს, სამშენებლო საინჟინრო ტექნოლოგიებში, ავტოინჟინერიაში მინიმალური დასაქმების ზღვარი 70%-ია.

„რაც შეეხება აღნიშნული პროფესიის მქონე ადამიენების შრომით ღირებულებას, ეს დამოკიდებულია იმაზე, ადამიანს მოჭრილი ხელფასი აქვს თუ გამომუშავებაზე მუშაობს. კომპანიებში ანაზღაურება დაახლოებით 1400 ლარიდან იწყება. გამომიშავებაზე მყოფი პირის შემთხვევაში, როცა კომპანიას ერთჯერადად სურს მომსახურება მათ შეიძლება 3000 და უფრო მეტი გამოუვიდეთ. ცივი შემდურებლის მომსახურება საქართველოს პირობებშიც კი 5000 ლარზე მეტია, ამას გადაუჭარბელბლად გეუბნებით, ვინაიდან, როგორც კონდიცირების, ისე წყალმომარაგება/წყალადინების, შედუღებისა და ენერგეტიკის სპეციალისტების დეფიციტია“, – განაცხადა ტაკიძემ.

რაც შეეხება პროექტის მდგრადობის შენარჩუნებას, კოლეჯი ამას ბაზარზე არსებულ ბიზნესკომპანიებთან მჭიდრო კომუნიკაციითა და თანამშრომლობის უზრუნველყოფით ფიქრობს.

„ჩვენ არ ვჩერდებით, მუდმივად ვეძებთ დონორებს, როგორც არსებულ ბიზნესს კომპანიებში, ისე საერთაშორისო ასპარზეზე და მუდმივად ვვითარდებით, რათა კოლეჯი კონკურენტუნარიანი იყოს. ჩვენ არ ვიქნებით დამოკიდებულნი იმაზე, თუ როდის და რას მოგვაწვდის ვინმე. პირიქით ჩვენ ვართ ძალიან აქტიურები ამ მხრივ და განვითარებას ვაგრძელებთ“.

პროფესიული განათლების ამბები

მოამზადა გვანცა ღვედაშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური